მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

SaajaxNewsView

ნარჩენების მართვის საკითხებზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

       არასამთავრობო ორგანიზაციათა კონსორციუმი, რომელშიც გაერთიანებულია საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირი ”ორქისი”, საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები–საქართველო და ეკოლოგიური ცნობიერების ამაღლება და ნარჩენების მართვა, შვედეთის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს პროექტს „დავასუფთაოთ საქართველო“(მე-3 ფაზა).

პროექტის მიზანია, ნარჩენების მართვასთან დაკავშირებით, საზოგადოების ცნობიერების ამაღლება. სწორედ აღნიშნული კამპანიის ფარგლებში, დღეს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში საქართველოს ბუნების მკვლევართა კავშირმა ”ორქისმა ” სამუშაო შეხვედრა-ტრენინგი გამართა, რომელსაც სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის ადმინისტრაციის, მხარის მუნიციპალიტეტებისა და ნარჩენების მართვასთან დაკავშირებული ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

შეხვედრაზე დეტალურად განიხილეს შემდეგი თემები:

ნარჩენებთან დაკავშირებული საერთაშორისო ვალდებულებები, ევროპული გამოცდილება და რეგიონებში საერთაშორისო პრაქტიკის დანერგვის პერსპექტივები;

საქართველოში ნარჩენების მართვის საკანონმდებლო მოთხოვნები;

ნარჩენების მართვის დაგეგმვა და სტიქიური ნაგავსაყრელების გავლენის შეფასება მიმდებარე ტერიტორიების ეკოსისტემის მდგომარეობაზე;

   შეხვედრას ნარჩენების მართვის ექსპერტი, გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი ხათუნა ჩიკვილაძე და გარემოს მონიტორინგის ექსპერტი, ქიმიის მეცნიერებათა დოქტორი ნუგზარ ბუაჩიძე უძღვებოდნენ


 






უკან დაბრუნება  

Your Comments

Name:  
Email (optional):  
Comments:  







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია