მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

SaajaxNewsView

„კარგი მმართველობა"

      დღეს, 28 ივნისს, გზავნილით - „კარგი მმართველობა!“ - საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულმა ასოციაციამ (ათეა), პროექტის „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) ფარგლებში, პირველი ოფიციალური სამუშაო შეხვედრა გამართა. 
     საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაციის (ათეა) აღმასრულებელი დირექტორი, ბატონი დავით მელუა მიესალმა შეხვედრის მონაწილეებს და აღნიშნა: „საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია ეხმარება წევრ მუნიციპალიტეტებს, რათა მოხდეს ადგილობრივი მოსახლეობის ჩართვა ეკონომიკური ზრდის პოლიტიკის შექმნაში, საქართველოს მუნიციპალიტეტებში დაინერგოს საქმიანობის შეფასების თანამედროვე ინსტრუმენტები; ამასთან, ჩვენ უზრუნველვყოფთ კარგი გამოცდილების გაზიარებას მთელი ქვეყნის მასშტაბით.“ 
    CRRC-საქართველოს დირექტორმა, კობა თურმანიძემ და მკვლევარმა, რატი შუბლაძემიმ კვლევის შედეგები წარმოადგინეს, რომელიც N4ED პროქტის ფარგლებში, საქართველოს 12 მუნიციპალიტეტში ჩატარდა და ადგილობრივი ხელისუფლების დონეზე საჯარო პოლიტიკის შემუშავებაში მოქალაქეთა ჩართულობას შეისწავლიდა. 
    ღონისძიების დასასრულს, საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნულ ასოციაციასა და 10 საპილოტე მუნიციპალიტეტს შორის, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმების ოფიციალური ცერემონია შედგა. 
     შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტიდან მერის მოადგილე რუბენ კარაპეტიანი ესწრებოდა.
      მემორანდუმის თანახმად, N4ED პროექტი იმუშავებს ზუგდიდის, ლანჩხუთის, ახალციხის, გორის, ამბროლაურის, მცხეთის, მარნეულის და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში, ასევე ბათუმისა და ქუთაისის თვითმმართველ ქალაქებში. 
     პროექტი „ეფექტიანობის და განვითარების ქსელი“ (N4ED) გახლავთ ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ინიციატივა, რომელსაც ახორციელებს საქართველოს ადგილობრივ თვითმმართველობათა ეროვნული ასოციაცია (ათეა), კვლევით ცენტრ - PMC (საქართველო)-სთან და ლატვიის ადგილობრივი და რეგიონული ხელისუფლების ასოციაციასთან (LALREG) თანამშრომლობით. 
      N4ED-ს მიზანია, ხელი შეუწყოს საქართველოს მუნიციპალიტეტებში ინკლუზიური მმართველობის და მონაწილეობითი დაგეგმარების დამკვიდრებას, საქმიანობის შეფასებისა და მონიტორინგის სისტემის დანერგვას, ადგილობრივ თვითმმართველობათა შორის თანამშრომლობისა და კარგი პრაქტიკის გაზიარების ქსელის შექმნას. პროექტი იმუშავებს საქართველოს ყველა მუნიციპალიტეტში.





 




უკან დაბრუნება  

Your Comments

Name:  
Email (optional):  
Comments:  







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია