მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

SaajaxNewsView

აწყურში 53-ე საზოგადოებრივი ცენტრი გაიხსნა

რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება. იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 53-ე საზოგადოებრივი ცენტრი ამჯერად ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში გახსნა.

თანამედროვე სტანდარტების სრულიად ახალი შენობა სპეციალურად საზოგადოებრივი ცენტრისთვის აშენდა. ახალგახსნილ საზოგადოებრივ ცენტრში უახლესი ტექნიკით აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელექტრონულ წიგნებთან ერთად ბეჭდური გამოცემებიც იქნება დაცული. აწყურის საზოგადოებრივი ცენტრის ბიბლიოთეკა ახალციხის სამუსიკო სკოლის გუნდის მიერ შესრულებული „მრავალჟამიერის“ ფონზე გაიხსნა.

საზოგადოებრივი ცენტრი საჯარო და კერძო სექტორის წარმატებული თანამშრომლობის საუკეთესო მაგალითია, სადაც ხელმისაწვდომი იქნება არა მხოლოდ საჯარო სერვისები, არამედ „მაგთისა“ და „ლიბერთი ბანკის“ მომსახურებაც, რაც პენსიონერებს − პენსიის სოფლიდან გაუსვლელად მიღების, ახალგაზრდებს კი, უკაბელო ინტერნეტით უფასოდ სარგებლობის საშუალებას მისცემთ.

აწყურის საზოგადოებრივი ცენტრი სოფლისა და მის მიმდებარედ მცხოვრებ 4 000-მდე მომხმარებელს მოემსახურება. ხელმისაწვდომი საბანკო მომსახურებით, 24-საათიანი კავშირით სამყაროსთან მობილური ოპერატორის საშუალებით, უკაბელო ინტერნეტითა და უფასო სკაიპის ოთახით ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად სტუმრებიც ისარგებლებენ.

საქართველოს დამოუკიდებლობის ასი წლისთავთან დაკავშირებით საზოგადოებრივ ცენტრში გაიხსნა გამოფენა „საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკა“. ღონისძიების მონაწილეებმა საქართველოს ეროვნულ არქივში დაცული 1918-21 წლების ისტორიის ამსახველი ფოტო- და წერილობითი მასალა დაათვალიერეს. ანალოგიური გამოფენა უკვე ჩატარდა ლანჩხუთში და ამავე თემაზე მოწყობილ გამოფენას 2018 წელს გახსნილი ყველა საზოგადოებრივი ცენტრი უმასპინძლებს.

საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა აწყურის მცხოვრებთ და მის სტუმრებს იუსტიციის მინისტრმა მიულოცა. საზეიმო ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობისა და საკრებულოს წევრები, მოწვეული სტუმრები, ადგილობრივი მოსახლეობა და ახლომდებარე სოფლების მცხოვრებნი.

აღსანიშნავია, რომ საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა კიდევ უფრო გაზრდის სოფლის ტურისტულ პოტენციალს; ქართულ წყაროების თანახმად, აწყური საქართველოს ერთ-ერთი უძველესი ქალაქი იყო. ადრინდელი სახელწოდება იყო სოსანგეთი, ქართულ წყაროებში აწყვერის სახელითაც გვხვდება. აწყური მატიანეში პირველად XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. დღეისათვის აწყურის ტერიტორიაზე შემორჩენილია ღვთისმშობლის გუმბათოვანი ტაძრის ნანგრევები, რომელიც ფართობით ყველაზე დიდი ეკლესია ყოფილა მთელ საქართველოში. სოფლის ტერიტორიაზე დგას ციხე-სიმაგრეები: სლესის (მოქცევის) ციხე და აწყურის ციხე, ასევე საკანაფე.

53-ე საზოგადოებრივი ცენტრის გახსნა სოფელ აწყურის სტუმრებისათვის ნამდვილ დღესასწაულად გადაიქცა. მიმდებარე ტერიტორია ჰელიუმის ბუშტებით მოირთო, ღონისძიების ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ გაიმართა საზეიმო კონცერტი. ცენტრში ათამდე ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდა. იუსტიციის სამინისტროს საზოგადოებრივი ცენტრების მთავარი მახასიათებელი ადგილობრივთა საჭიროებებზე ორიენტაციაა. საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს, გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ. იუსტიციის სახლის სერვისების გარდა, მოსახლეობისთვის ხელმისაწვდომი ხდება სოფლის მეურნეობის სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სერვისების (მაგალითად, სასკოლო ატესტატის) ადგილზე მიღება.

აწყურის გარდა, დღეისათვის უკვე ფუნქციონირებს 52 საზოგადოებრივი ცენტრი ზეინდარში, შაშიანში, სართიჭალაში, გომში, რუისში, ჭალადიდში, ხევში, მანგლისში, კოდაში, ფოკაში, ნიგოითში, ჯვარში, შორაპანში, ყვარელწყალში, მუხაესტატეში, გეგუთში, მეჯვრისხევში, კაჭრეთში, ხიდისთავში, ნუკრიანში, კორბოულში, ღორეშაში, კაზრეთში, შილდაში, ორსანტიაში, ქვემო ნატანებში, კაბალში, ლენტეხში, ჩაქვში, ხრეითში, სადახლოში, რუხში, დიდ ჯიხაიშში, მარტყოფში, იორმუღანლოში, არხილოსკალოში, ტყვიავში, ვალეში, ბერძენაულში, უსახელოში, კიცხში, ლაჯანაში, ბარალეთში, კუმურდოში, წალკაში, კოხნარში, ბაკურიანში, თბილისში (გლდანში), მეორე სვირში, ფასანაურში, ჯგალსა და ლანჩხუთში.




 






უკან დაბრუნება  

Your Comments

Name:  
Email (optional):  
Comments:  







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია