მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

SaajaxNewsView

ახალციხეში აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს

10 წელი გავიდა 2008 წლის აგვისტოს ომიდან.

სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები ახალციხის ცენტრალურ პარკში შეიკრიბნენ და 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

მათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს და ომში დაღუპულთა გმირების ხსოვნას წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს.

გარდაცვლილთა სულების მოსახსენიებლად პარაკლისი ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა იოანე გადაიხადა.

ასევე, 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპულთა ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა ახალციხის სამუსიკო სკოლაში.

ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომრები შეასრულეს ფოლკლორულმა ანსამბლმა „მესხეთმა“, ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის მგალობელთა გუნდმა, დებმა ვახტანგიშვილება, სახალხო მთქმელმა ვასილ კვინცხაძემ და ალექსანდრე კურტანიძემ.

სამუსიკო სკოლაში შეკრებილმა საზოგადოებამ კიდევ ერთხელ გაიხსენა ომის მოვლენები. ასევე, ნაჩვენები იყო აგვისტოს ომის ამსახველი ფოტო და ვიდეო კადრები.



 






უკან დაბრუნება  

Your Comments

Name:  
Email (optional):  
Comments:  







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია