მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

ხალხური შემოქმედება

ფოლკლორული ანსამბლი ”მესხეთი”

Image ფოლკლორული ანსამბლი ”მესხეთი” 1949 წელს ქ. ახალციხეში შეიქმნა. მასში გაერთიანებულია 10 წევრი. ანსამბლის ხელმძღვანელია ზაზა თამარაშვილი. ანსამბლის რეპერტუარშია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, საგალობლები, ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები და სხვა.  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მესხური სიმღერების შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს. ვოკალური ანსამბლი არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი. მიუხედავად ამისა დღესაც მიმდინარეობს რეპერტუარის განახლებაზე მუშაობა და საზოგადოებისათვის მათი წარდგენა.

ხუციშვილების ოჯახური ანსამბლი

Image
ხუციშვილების ოჯახური ანსამბლი დაარსდა 2006 წელს არასამთავრობო ორგანიზაცია ”ტოლერანტში”, ანსამბლის ხელმძღვანელია ზაზა თამარაშვილი. 2006 წელს ოჯახური სიმღერის ფესტივალზე ”ბანი” ხუციშვილების ანსამბლმა მიიღო გრანპრი, რომლის დასკვნითი ტური კ. მარჯანიშვილის სახელობის დრამატული თეატრის შენობაში ჩატარდა. ანსამბლის რეპერტუარშია ქართული ხალხური სიმღერები. დღემდე ხუციშვილების ოჯახური ანსამბლი განაგრძობს აქტიურ შემოქმედებით ცხოვრებას მრავალ ღონისძიებაში, ფესტივალსა და კონკურსში მონაწილეობის სახით.

ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ”შავლეგო”

Imageახალციხის კულტურის დარგის დაწესებულობების გაერთიანება ვაჟთა ვოკალური ანსამბლი ”შავლეგო” დაარსდა 2000 წელს ქ. ახალციხეში. მისი ხელმძღვანელია ზაზა თამარაშვილი. გუნდში გაერთიანებულია 30 სასკოლო ასაკის ვაჟი. ანსამბლის
რეპერტუარშია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, საგალობლები, ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მესხური სიმღერების შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს. ვოკალური ანსამბლი არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი.

ახალციხის ინსტიტუტის გოგონათა ვოკალური ანსამბლი 

ახალციხის ინსტიტუტის გოგონათა ვოკალური ანსამბლი დაარსდა 1994 წელს. შექმნის დღიდან მისი ხელმძღვანელია ზაზა თამარაშვილი. ამჟამად ანსამბლში გაერთიანებულია 20 გოგონა. ანსამბლის რეპერტუარშია საქართველოს სხვადასხვა კუთხის ხალხური სიმღერები, საგალობლები, ქართველ კომპოზიტორთა სიმღერები.  განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება მესხური სიმღერების შესწავლისა და პოპულარიზაციის საქმეს. ვოკალური ანსამბლი არის რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების მრავალგზის ლაურეატი. ანსამბლი აქტიურადაა ჩართული სტუდენტურ ცხოვრებაში, რაც გამოიხატება ახალციხეში, თბილისში, საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თუ უცხოეთში გამართულ ღონისძიებებში მონაწილეობით.

ანსამბლი "მესხეთი"

Imageახალციხის შოთა რუსთაველის სახელობის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეთა ქორეოგრაფიული ქართული ხალხური ცეკვის ანსამბლი „მესხეთი“ ჩამოყალიბდა 1980 წელს. მასში გაერთიანებული არიან მოსწავლეები მეხუთე კლასიდან უფროს კლასებამდე. თავისი არსებობის მანძილზე ანსამბლმა მოიპოვა მაყურებლის აღიარება და გულწრფელი მოწონება. ანსამბლმა დაარსების პირველსავე წელს მიიღო მონაწილეობა ოლიმპიადაში და დაჯილდოვდა ოქროს მედლითა და პირველი ხარისხის დიპლომით. ამჟამად იქ მრავალგზის რესპუბლიკური და საერთაშორისო ფესტივალების ლაურიატი მოღვაწეობს. "მესხეთი" სამცხე-ჯავახეთის რეგიონში ჩატარებულ ყველა ღირსშესანიშნავ ზეიმში და საქველმოქმედო საღამოებში ღებულობს მონაწილეობას.






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია