მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

 

          26 მაისს - დამოუკიდებლობის დღე ახალციხეშიც მასშტაბურად აღნიშნეს

ღონისძიების ფარგლებში ახალციხის ციხის ტერიტორიაზე გაიმართა სპორტული და კულტურული ღონისძიებები, ღვინის ფესტივალი, ადგილობრივი მხატვრებისა და ხალხური რეწვის ოსტატთა, ასევე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ხელნაკეთი ნივთებისა და ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვა.

კულტურული ღონისძიებების პარალელურად თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებით მოეწყო სამხედრო ტექნიკის გამოფენა და მისი დათვალიერება ნებისმიერ მსურველს შეეძლო.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ზეიმი გაგრძელდა კონცერტით ადგილობრივი ქორეოგრაფიული და ფოლკლორული ანსამბლების მონაწილეობით. დღის ბოლოს კი კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით ახალციხელი მაყურებლების წინაშე წარსდგნენ ქართული ესტრადის ვარსკვლავები ჯემალ სეფიაშვილი, ცისანა სეფიაშვილი, ბორის ბედია, ბესიკ კალანდაძე, ირმა სოხაძე, ენრიკო ჯანელიძე, ჯგუფითბილისური კვარტეტიდა კახაბერი და ხანუმები.

ღონისძიება საქართველოს ჰიმნითა და საზეიმო ფეიერვერკით დასრულდა.

 

                            


ხალციხეში  ფაშიზმზე   გამარჯვების 70-ე   წლისთავი   აღინიშნა

      დღეს,  2015 წლის 9 მაისს ახალციხეში, ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი აღინიშნა.

      სამხარეო ადმინისტრაციისა და ადგილობრივი თვითმმართველობის პირველი პირები ვეტერანებთან ერთად საზეიმო ღონისძიებას დაესწრნენ და ომში დაღუპულთა მემორიალი ყვავილებით შეამკეს.

  ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცეს მხარის გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ და ქალაქ ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ.

   სამცხე-ჯავახეთიდან ომში 44 730 ადამიანი გაიწვიეს. ახალციხის მუნიციპალიტეტიდან კი, 10 538, მათ შორის 3 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა, ხოლო 2 500 შინ ვეღარ დაბრუნდა.

     ამჟამად, მუნიციპალიტეტს 16 ომის ვეტერანი ჰყავს. მათ პრემიერ-მინისტრის ინიციატივით, 1000 ლარიანი დახმარება და მისალოცი ბარათები მიიღეს, აგრეთვე, ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის გადაწყვეტილებით პირად ანგარიშებზე 150 ლარი ჩაერიცხათ. გარდა ამისა, ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის სამცხე-ჯავახეთის რეგიონულმა სამმართველომ ყველა ვეტერანს მედლები და სიმბოლურად თითო ბოთლი ღვინო გადასცა, სსიპ საზოგადოებრივმა კოლეჯმა „ოპიზარმა“ კი ტკბილეულით დაასაჩუქრა.

     პარალელურად საკრებულოსა და გამგეობის წარმომადგენლები, ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს ესტუმრნენ, საზეიმო ღონისძიებებს დაესწრნენ და ვეტერანებს ფაშიზმზე გამარჯვების 70-ე წლისთავი მიულოცეს.


 ქ. ახალციხეში   9  აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს

                 დღეს   2015 წლის  9 აპრილს  ქალაქ   ახალციხეში, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა 9 აპრილს დაღუპულთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს. 
26 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა არმიის ნაწილმა მთავრობის სახლის წინ, საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით შეკრებილი მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბია, რის შედეგადაც 21 უდანაშაულო ადამიანი დაიღუპა. მათ შორის იყვნენ ქალები და ბავშვები.
         „საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას უამრავი ადამიანი შეეწირა, მათ შორისაა 9 აპრილს ტრაგიკულად დაღუპული გმირები, ღმერთმა ნათელში ამყოფოს მათი სულები“ - აღნიშნა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ზაზა მელიქიძემ.
         გმირულად დაღუპულებს პანაშვიდი ივლიტის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის წინამძღვარმა დეკანოზმა იოანემ გადაუხადა.


 


 

 

 

 














 

 

 

 

 

 

 










 

 

 

 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია