Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ აწყურში შიდა გზაზე ბეტონის საფარი იგება

31 July, 2019

სოფელ აწყურში , „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში დაგეგმილი სამუშაოები მიმდინარეობს.

მოსახლეობის გადაწყვეტილებით, სოფელში სასაფლაომდე მისასვლელ გზაზე ბეტონის საფარი ეწყობა. 

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, მუნიციპალიტეტის სოფლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად თითოეულ დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები.

Share page