Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მალტასერების დახმარების სააგენტოს მოხალისეთა ჯგუფი ახალციხეში

19 August, 2019

ქალაქ ახალციხეში არსებული, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრის „ტალითა კუმის" ინიციატივით, დღეს ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე და მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე გერმანელ მოხალისეებს შეხვდნენ. მალტასერების დახმარების სააგენტოს მოხალისეთა ჯგუფი ახალციხეს 5 დღიანი საზაფხულო ბანაკის ფარგლებში სტუმრობს.
შეხვედრაზე ახალგაზრდებმა მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელ პირებს თავიანთი მოხალისეობრივი პროგრამა, ახალციხეში ვიზიტის მიზანი და სამომავლო გეგმები გააცნეს, თავის მხრივ მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული და მოხალისეობრივი საქმიანობის შესახებ ისაუბრეს მერმა და მისმა მოადგილემ. აღინიშნა, რომ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა ხელშეწყობა და მათი საზოგადოებრივ ცხოვრებაში აქტიური ჩართვა მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტის მერიისთვის, რისთვისაც სხვადასხვა სახის სოციალური, კულტურული თუ ინფრასტრუქტურული ღონისძიებები ხორციელდება.
შეხვედრის ბოლოს საზაფხულო ბანაკის მონაწილეებს მერმა სიმბოლური საჩუქრები გადასცა და მათთან ერთად სამახსოვრო ფოტოები გადაიღო. ახალგაზრდებმა კი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლები „ტალითა კუმის“ საზაფხულო ბანაკის დასკვნით ღონისძიებაზე მიიწვიეს.
მალტასერების დახმარების სააგენტოს მოხალისეთა ჯგუფი, დღის ცენტრ „ტალითა კუმის" ბენეფიციარებთან ერთად კვირის განმავლობაში მუნიციპალიტეტისა და მხარის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ.

 

 

 

Share page