სავარჯიშო ტრენაჟორების მოწყობა გრძელდება
ჯანსაღი ცხოვრების წესის ხელშეწყობის მიზნით, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, ქალაქ ახალციხესა და მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში, აგრძელებს გარე გამოყენების ფიტნესის ტრენაჟორების მოწყობას.
სავარჯიშო ტრენაჟორები განთავსდება:
ქალაქ ახალციხეში, კოსტავას ქ. №165-179 კორპუსებს შორის არსებულ სკვერში;
ქალაქ ახალციხეში, 9 აპრილის ქუჩაზე, ცხრა სართულიანი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე;
ქალაქ ახალციხეში, საბარგო სადგურზე;
მიქუტიშვილის ქუჩაზე;
ახალციხის მუნიციპალიტეტის ქალაქ ვალეში;
ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურში;
ამ დროისთვის, სავარჯიშო ტრენაჟორებით უკვე სარგებლობენ ახალციხის ხელოვნურ ტბაზე, ასპინძის, თამარაშვილისა და 9 აპრილის ქუჩებზე არსებულ სკვერებში.
ტრენაჟორების მოწყობის სამუშაოები ქალაქის სხვადასხვა უბნებში მომავალშიც ეტაპობრივად გაგრძელდება.