პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ახალციხეში
პროექტი „ცოცხალი წიგნები“ ახალციხეში
ლიტერატურულ-საგანმანათლებლ
მიხო მოსულიშვილმა, შორენა ლებანიძემ, შოთა იათაშვილმა, ცირა ყურაშვილმა და გიორგი კაკაბაძემ თავიანთი შემოქმედება გააცნეს ქალაქ ახალციხის ცენტრალურ ბიბლიოთეკაში შეკრებილებს, გაიხსენეს საინტერესო ეპიზოდები ცნობილი ქართველი და უცხოელი მწერლების ცხოვრებიდან, უპასუხეს დამსწრეთა შეკითხვებს. პროექტის ფარგლებში შეხვედრები გაიმართა ასევე სოფელ აწყურისა და ქალაქ ვალეს კულტურის სახლებშიც.
ღონისძიებაზე აქცენტი გაკეთდა პროექტის განსაკუთრებულ როლზე, წიგნის პოპულარიზაციასა და მომავალი თაობის განვითარებისათვის წიგნიერების მნიშვნელობაზე. მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ ისაუბრა მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული ბიბლიოთეკებისა და ახალგაზრდული ცენტრების შესახებ, წიგნადი ფონდის განახლებისა და მათი ხელშეწყობის მიზნით მერიის მიერ განხორციელებულ და დაგეგმილ ღონისძიებებზე.
„ცოცხალი წიგნები“ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ლიტერატურულ-საგანმანათლებლ