Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

საქართველოს ბიზნესომბუდსმენი

ბიზნესომბუდსმენის შესახებ

საგადასახადო ომბუდსმენის ინსტიტუტი 2011 წელს შეიქმნა. მისი შექმნისა და საქმიანობის საფუძველს წარმოადგენდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის 42-ე მუხლი, ხოლო საგადასახადო ომბუდსმენის უფლებამოსილება, საქმიანობის ძირითადი პრინციპები და ფორმები განსაზღვრული იყო საქართველოს მთავრობის 2011 წლის 23 თებერვლის N92 დადგენილებით.

2015 წლის 5 ივნისიდან ამოქმედდა "საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ" საქართველოს კანონი, რომლის საფუძველზეც, ინსტიტუტმა საქმიანობა განაგრძო ახალი სახელწოდებით.

ბიზნესომბუდსმენი ზედამხედველობს საქართველოს ტერიტორიაზე პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას, ავლენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ამ უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დარღვევის ფაქტს და კანონით დადგენილი წესით ხელს უწყობს პირის დარღვეული უფლებების აღდგენას.

პირის მიერ სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებასთან დაკავშირებული უფ­ლებე­ბისა და კანონიერი ინტერესების დაცვას ბიზნესომბუდსმენი ახორციელებს:

  • ინდივიდუალურ და ერთობლივ განცხადებებზე რეაგირებით;
  • საქართველოს კანონმდებლობაში და პრაქ­ტი­კაში ხარვეზების გამოვლენით;
  • საინფორმაციო-საკონსულტაციო საქმიანობის განხორციელებით.

 

ვებ გვერდი:  http://businessombudsman.ge

 

Share page