Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სტანდარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო

სტნადარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტო  წარმოადგენს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს. სააგენტო შექმნილია პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსისა და 2012 წლის 26 ივლისის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის N1/1-1570 ბრძანების საფუძველზე.

სააგენტოს მიზნებს, ფუნქციებს, უფლებებსა და მოვალეობებს წარმოადგენს სტანდარტიზაციისა და მეტროლოგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში მონაწილეობა და ამ სფეროში საქმიანობის კოორდინაცია; მეტროლოგიის სისტემების ჩამოყალიბება, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფის სფეროების სრულყოფისათვის ნორმატიული ბაზის შემუშავება, გაზომვის ერთეულის აღწარმოება ეტალონების საშუალებით და ერთეულების გადაცემა სანიმუშო გამზომ საშუალებებზე გაზომვათა ერთიანობის უზრუნველყოფისათვის ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე; სამეცნიერო-მეთოდური საფუძვლების შემუშავებაში მონაწილეობა გაზომვათა ერთიანობის სისტემის განვითარებისათვის; ეტალონური ბაზის შექმნისა და განვითარების, სანიმუშო გაზომვის საშუალებების (მათ შორის , იმპორტული) დამოწმების, დაკალიბრების, გამოცდისა და ტიპის დამტკიცების სამუშაოთა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად; სტანდარტების რეესტრის სამუშაოების ორგანიზება, წარმართვა და სტანდარტების ნუსხის (რეესტრის) საჯაროობის უზრუნველყოფა და სხვა საქმიანობას.

სააგენტო საქმიანობას წარმართავს დამოუკიდებლად, საქართველოს კონსტიტუციის, საერთშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის, სხვა სამართლებრივი აქტებით და სააგენტოს დებულებებით მინიჭებული კომპეტენციის ფარგლებში.

 

საქართველოს სტნადარტებისა და მეტროლოგიის ეროვნული სააგენტოს პარტნიორი ორგანიზაციები:

სტანდარტიზაციის საერთაშორისო ორგანიზაცი (ISO)

 საერთაშორისო ელექტროტექნიკური კომისია (IEC)

 სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CEN)

ელექტროტექნიკური სტანდარტიზაციის ევროპული კომიტეტი (CENELEC)

 წონისა და ზომის საერთაშორისო ბიურო (BIPM)  

ეროვნული მეტროლოგიური უწყებების ევრო-აზიური თანამშრომლობა (COOMET)

სამართლებრივი  მეტროლოგიის საერთაშორისო ორგანიზაციის  OIML

სტანდარტიზაციის რეგიონთაშორისი ასოციაცია (IRSA)

 

საკონტაქტო ინფორმაცია:

ქ. თბილისი, 0178, ჩარგლის ქ. 67
ტელ: (995 32) 261 25 30;
Fax: (995 32) 261 35 00;
geostm@geostm.ge

ვებ-გვერდი:

http://geostm.ge

Share page