Hot line:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სტუდენტური და სასკოლო გაცვლითი პროგრამები


Erasmus+ პროგრამა გაძლევთ ევროპის წამყვან უნივერსიტეტებში სწავლის საშუალებას.
სტუდენტებისათვის და კურსდამთავრებულებისათვის არსებობს Erasmus+ ორი ქვეპროგრამა:
1) Credit Mobility - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამა (3–12 თვე) ბაკალავრიატის, მაგისტრატურის და დოქტორანტურის სტუდენტის სტატუსის მქონე პირებისათვის. პროგრამის წინაპირობაა საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის საპარტნიორო ხელშეკრულების არსებობა. ანუ თუ თქვენი უნივერსიტეტი, რომელშიც ეხლა საქართველოში სწავლობთ, არაა ჩართული Erasmus+ პროგრამაში, თქვენ ინდივიდუალურ დონეზე ამ პროგრამის კონკურსში მონაწილეობას ვერ მიიღებთ.
გთავაზობთ Erasmus+ Credit Mobility პროგრამაში მონაწილე ქართული უნივერსიტეტების და მათი ევროპელი პარტნიორების არასრულ სიას (2018 -2019) რომელიც მუდმივად განახლდება.
Erasmus+ ეროვნული ოფისი არ ატარებს ინდივიდუალურ კონსულტაციებს იმ სტუდენტებისათვის, რომლებსაც გაცვლით პროგრამებში უნდათ მონაწილეობის მიღება - ოფისის ამოცანაა, ხელი შეუწყოს საქართველოს და ევროპის უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობას, კონკრეტული გაცვლითი პროგრამების ადმინისტრირება კი უკვე პროექტის ფარგლებში თავად მონაწილე პარტნიორი უნივერსიტეტების მიერ ხორციელდება. გაითვალისწინეთ, რომ გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის წესები და პირობები ხშირად განსხვავდება ერთმანეთისგან, ამიტომ აუცილებლად გაეცანით ყოველი პროექტის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას და მიიღეთ დამატებითი ინფორმაცია თქვენი ქართული უნივერსიტეტის ადმინისტრაციისაგან.
2) Degree Mobility - სასტიპენდიო პროგრამა მათთვის, ვისაც ევროპაში უნდა მაგისტრის ან დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვება. ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ აქვს, რომელი ქართული უნივერსიტეტი გაქვთ დამთავრებული - კონკურსში მონაწილეობას ინდივიდუალურად იღებთ.
ა) თუ თქვენ უკვე მიღებული გაქვთ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი, მაშინ Joint Master Degree Programmes ფარგლებში შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ ინდივიდუალურ კონკურსში. ეს პროგრამა (ყოფილი Erasmus Mundus Action 1a) გთავაზობთ სრულ სამაგისტრო პროგრამაზე სწავლის საშუალებას. განაცხადი იგზავნება პირდაპირ პროგრამის მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში. დეტალური ინფორმაცია თითოეულ სამაგისტრო პროგრამაზე (დაშვების წესები, კონკურსის ვადები და საჭირო საბუთები) მოცემულია პროგრამის ვებგვერდზე.
რა უნდა იცოდეთ ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ
ხმოვანი პრეზენტაცია ერთობლივი სამაგისტრო პროგრამების შესახებ (JMD) - აუდიო ეფექტისთვის გთხოვთ ჩამოტვირთოთ პრეზენტაცია ბმულიდან
სამაგისტრო პროგრამების საძიებო სისტემა ქვეყნების/ქალაქების მიხედვით
ბ) თუ თქვენ უკვე მიღებული გაქვთ მაგისტრის აკადემიური ხარისხი, მაშინ შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ Erasmus Mundus Joint Doctorateპროგრამაში (ყოფილი Erasmus Mundus Action 1b). ეს პროგრამაც ინდივიდუალური კონკურსის გამარჯვებულებს სთავაზობს სრულ სადოქტორო პროგრამაზე სწავლას. განაცხადი იგზავნება პირდაპირ მაკოორდინირებელ უნივერსიტეტში. 2014 წლიდან პროგრამის ადმინისტრირებას აღარ განახორციელებს Erasmus+ და ის გადაეცა Horizon 2020-ს.

 

 

  • მევლანას გაცვლითი პროგრამა – მევლანას გაცვლითი პროგრამა ხორციელდება თურქეთის უმაღლეს სასწავლებლებსა და სხვადასხვა ქვეყნის უმაღლეს სასწავლებლებს შორის. იგი მიზნად ისახავს სტუდენტებისა და პროფესორ მასწავლებლების გაცვლას. აღნიშნული გაცვლითი პროგრამა დაფინანსებულია თურქეთის რესპუბლიკის უმაღლესი განათლების აღმასრულებელი საბჭოს მიერ. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შესაძლებლობა ეძლევათ ისწავლონ პარტნიორ უნივერსიტეტებში. სწავლება ხორციელდება სწავლის დონის ყველა საფეხურზე(ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, დოქტორანტურა) სტუდენტთა შერჩევა ხორციელდება აკადემიური მოსწრების საფუძველზე. ქულათა საერთო არითმეტიკული (GPA) უნდა იყოს მინიმუმ 2.5 ბაკალავრიატის დონეზე, ხოლო მაგისტრატურის და დოქტორანტურის შემთხვევაში 3(GPA).  სტუდენტთა სწავლის ხანგრძლივობა განისაზღვრება ერთი სემესტრით, მაქსიმუმ 4 თვე. პროფესორ მასწავლებელთან გაცვლის დრო განისაზღვრება მინიმუმ 3 დღით, მაქსიმუმ 3 თვით.
  • მევლანას გაცვლითი პროგრამის მონაწილე კანდიდატები მასპინძელ უნივერსიტეში სწავლობენ უფასოდ.  კონკურსის წარმატებით გავლის შემთხვევაში მონაწილეები თურქეთის მხრიდან იღებენ გრანტის სახით 1000 ლირას. დანარჩენი მგზავრობის და დაზღვევის ღირებულება ეკისრება მონაწილეს. 
  •  რეგისტრაცია მიმდინარეობს ონლინ რეჟიმში და ითხოვს შემდეგ დოკუმენტაციას:
  • სტუდენტებისთვის:
  • ნიშნების ფურცელი – ნოტარიულად დამოწმებული
  • თურქული ენის ცოდნის დამადასტურებელი სერთიფიკატი (არსებობის შემთხვევაში)
  • ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა
  • აკადემიური პერსონალისთვის:
  • ელექტრონული სააპლიკაციო ფორმა
  • პორტფოლიო
  • CV
  • მევლანას გაცვლითი პროგრამა ცხადდება წელიწადში ორჯერ.  თარიღთა ცვლილება დამოკიდებულია პარტნიორი უნივერსიტეტის გადაწყვეტილებაზე.

 

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)  სკოლის (14-16 წლის)  მოსწავლეებს სთავაზობს  შესაძლებლობას გაეცნონ ამერიკის კულტურას და ხალხს საერთაშორისო გაცვლითი პროგრამის მეშვეობით, ისწავლონ ამერიკულ სკოლაში და იცხოვრონ ამერიკელ მასპინძელ ოჯახთან ერთად ერთი აკადემიური წლის მანძილზე.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამა (FLEX)  არის ყოფილი საბჭოთა კავშირის 17 ქვეყნის, მათ შორის საქართველოს, ზოგადსაგანმანათლებლო სკოლების მოსწავლეთათვის განკუთვნილი გაცვლითი პროგრამა, რომელიც სრულად ფინანსდება აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ. FLEX პროგრამის უპირველესი მიზანია, ამ ორი ქვეყნის ახალგაზრდებს შორის გააღრმავოს ურთიერთგაგება, რაც საშულებას აძლევს ახალგაზრდებს დააკვირდნენ და გამოცდილებაზე დაყრდნობით შეისწავლონ აშშ–ს მთავრობის სისტემა, ამერიკული ცხოვრების სტილი, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა და სხვა.

პროგრამას სრულად აფინანსებს აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის განათლებისა და კულტურის საკითხთა ბიურო. FLEX და სხვა გაცვლითი პროგრამების მხარდაჭერის გზით, აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ხელს უწყობს შეერთებულ შტატებსა და მსოფლიოს სხვა ხალხებს შორის ურთიერთგაგების გაღრმავებას.

უკვე ოცდამეოთხე წლიწადია რაც FLEX-ის გაცვლითმა პროგრამამ დაფინანსება გაუწია 24, 000 საშუალო სკოლის მოსწავლეს. 2016-2017 წელს 800 სტუდენტი ჩაირიცხა ამერიკაში FLEX-ის პროგრამის ფარგლებში და მათ შორის 80 ადგილი ქართველი მონაწილეთათვის იქნა გამოყოფილი.

საშუალო სკოლის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეები ასევე იღებენ მონაწილეობას პროგრამაში. დაახლოებით 10-15 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლე მიემგზავრება შტატებში ამ პროგრამის ფარგლებში ყოველწლიურად.

რატომ ავირჩიოთ FLEX პროგრამა?

ამერიკის მთავრობას მიაჩნია, რომ მნიშვნელოვანია შექმნას მრავალმხრივი შესაძლებლობები ახალგაზრდა თაობისთვის. შესაძლებლობები, რომელიც განავითარებს მათ გლობალურ პერსპექტივებს სახლში, სამსახურსა თუ საერთაშორისო ურთიერთობებში ნათელი მომავლის იმედის გასაძლიერებლად.

რადგან მსოფლიო უფრო კონკურენტუნარიანი ხდება, ორივე ამერიკელმა და ევრაზიელმა ახალგაზრდებმა უნდა იცოდნენ, რაც შეიძლება მეტი ერთმანეთზე, სხვა ხალხსა და ერებზე.  ამ შესაძლებლობას  საუკეთესოდ   მასპინძელი ოჯახური სიტუაცია იძლევა. FLEX-ის მოსწავლეები ახალგაზრდა ელჩები არიან, რომლებიც ამერიკელებს ასწავლიან ევრაზიული ქვეყნების ხალხისა და კულტურის შესახებ. მოსწავლეები აფასებენ,  უფრო მეტად მგრძნობიარეები ხდებიან სხვა კულტურების მიმართ და უკეთ ემზადებიან მზარდი, დამოუკიდებელი სამყაროსთვის. ეს სარგებელი ვრცელდება მათ ამერიკელ თანატოლებზე და მათი მასპინძელი საზოგადოების სხვა ადმიანებზეც. სტუდენტები ამყარებენ მჭიდრო კავშირებს თავიანთ მასპინძელ ამერიკელ ოჯახებთან და ამერიკულ საზოგადოებასთან, ეს ურთიერთობა კი ხშირად ცხოვრების ბოლომდე გრძელდება.

ბევრმა კურსდამთავრებულმა სახლში დაბრუნების შემდეგ პრესტიჟულ უნივერსიტეტში ჩააბარა და მოგვიანებით იპოვა საინტერესო სამსახური, იმ უნარის გამოყენებით, რომელიც ამერიკაში ყოფნისას შეიძინა. კვლევები, საგანმანათლებლო და კულტურული პროგრამების შესახებ, ცხადყოფს, რომ მონაწილეების (მოსწავლეების, ოჯახების და საზოგადოების) სარგებელი სხვა კულტურის, ტრადიციების, ღირებულებებისა და თვალსაზრისების შესახებ მეტად მნიშვნელოვანია.

ვინ უწევს პროგრამას ორგანიზებას?

საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები, რომელიც არის საერთაშორისო ორგანიზაცია, უკვე 30 წელია არსებობს. იგი აკავშირებს ამერიკას დასავლეთ ევროპასთან, ევრაზიასთან და ბალკანეთის ქვეყნებთან. ამერიკული საბჭოები ადმინისტრირებას უწევს 30 გაცვლით პროგრამას, ტრენინგ კურსს საშუალო სკოლის მოსწავლეების და მასწავლებლებისათვის, უნივერსიტეტის სტუდენტების და პროფესორებისთვის. ACTR/ACCELS უზრუნველყოფენ 20 FLEX ოფისის კოორდინირებას ევრაზიის მასშტაბით, რომლებიც ხელმძღვანელობენ ტესტირებას, შერჩევის პროცესს, ფინალისტებთან კომუნიკაციას, დოკუმენტების მომზადებას, წინაგასამგზავრებელ ორიენტაციას, მონაწილეების ტრანსპორტირებას და ინფორმაციის უწყევეტად და ეფექტურად მიწოდებას. ამერიკული საბჭოები არის დამაკავშირებელი კვანძი მონაწილეების ოჯახს, ამერიკულ სკოლას და მასპინძელ ოჯახის შორის, მაშინ, როცა მომავალი ლიდერები იღრმავებენ ცოდნას და იძენენ გამოცდილებას შტატებში.

ორგანიზაცია ასევე კოორდინირებას უწევს FLEX პროგრამის კურსდათავრებულების ღონისძიებებს.  კურსდამთავრებულთა რესურს ცენტრი არის მიმართულება, სადაც სტუდენტებს აქვთ შანსი პრაქტიკულად გამოიყენონ თავიანთი ცოდნა და გამოცდილება. მათ მიერ განხორციელებული ღონისძიებების შესახებ ამერიკის შტატების დეპარტამენტი ღებულობს თვიურ ანგარიშს.

ვინ აფინანსებს პროგრამას?

ეს პროგრამა სრულად ფინანსდება ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ და მას ადმინისტრირებას უწევს განათლებისა და კულტურის საქმეთა ბიურო. ეს ბიურო ხელს უწყობს ამერიკელ ხალხსა და სხვა ქვეყნებს შორის ურთიერთგაგების დამყარებას.

ამ ბიუროს პროგრამები მოიცავს საგანმანათლებლო და ტრენინგ პროგრამებს, რომელიც მხარს უჭერს პიროვნული, პროფესიული და ინსტიტუციონალური ჯაჭვის გამყარებას ამერიკის მოქალაქეებსა და ორგანიზაციებს შორის განათლების და კულტურული გაცვლითი ურთიერთობებითა და შესაძლებლობებით.

პროგრამის მონაწილეები  მიემგზავრენიან ამერიკის შეერთებულ შტატებში J-1 ვიზის მეშვეობით, რომელიც შექმნილია გაცვლითი პროგრამის ვიზიტორებისათვის. იმიტომ რომ, პროგრამა ფინანსდება ამერიკის მთავრობის მიერ, არსებობს 2 წლიანი სამშობლოში დარჩენის მოთხოვნა და მონაწილეები ვალდებული არიან დაბრუნდნენ სამშობლოში პროგრამის დასრულების შემდგომ. დამატებითი დეტალები შესაძლოა იხილოთ აქ:  http://j1visa.state.gov/.

FLEX პროგრამა ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • მგზავრობის ორივე გზა იფარება სრულად (საკუთარი ქვეყნიდან შეერთებულ შტატებამდე და უკან);
  • ყოველთვიური სტიპენდია, რომელიც ეხმარება სტუდენტს ჩაერთოს აქტივობებში ადგილობრივ  დონეზე და აგრეთვე შეიძინოს საჭირო  პირადი ნივთები;
  • მასპინძელი ოჯახები;
  • ამერიკის საჯარო სკოლებში ჩარიცხვა;
  • პროგრამის ტრენინგების ხარჯები, გაფრენის და ჩამოსვლის შემდგომი ორიენტაციები.
  • ადგილობრივ დონეზე ორგანიზებული პროგრამის აქტივობები
  • ჯანმრთელობის დაზღვევა (მანამდე არსებული დაავადებების და სტომატოლოგიური მომსახურების გამოკლებით)

FLEX პროგრამა არ ფარავს შემდეგ ხარჯებს:

  • საერთაშორისო პასპორტის ხარჯები;
  • პირად ხარჯებს, რომლებს არ ფარავს თვიური სტიპენდია;
  • გადაჭარბებული ბარგის წონის ხარჯები;
  • ამერიკიდან ოჯახში დარეკვისას სატელეფონო ხარჯები, ინტერნეტის ხარჯები;

როგორ შეიძლება მივიღოთ მონაწილეობა?

პროგრამის მონაწილეები ირჩევიან ღია, შედეგებზე ორიენტირებული კონკურსის საფუძველზე, რომელიც ყოველ შემოდგომას ეწყობა. თითოეული მოსწავლეს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის მოთხოვნებს შეუძლია შესარჩევ ტურებში მონაწილეობის მიღება.

მოსწავლეები უნდა იყვნენ:

1) მე-9, მე-10 და მე-11 კლასის მოსწავლეები,

2) დაბადების თარიღი ყოველწლიურად ინდივიდუალურია, თუმცა ზოგადად 14, 15, 16 წლის მოსწავლეებს შეუძლია მონაწილეობის მიღება

3) კარგი ან საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე

4) აკმაყოფილებენ ამერიკის ვიზის მოთხოვნებს

5) ფლობენ ინგლისურ ენას

6) საქართველოს მოქალაქეები რომელთაც შეეძლებათ საქართველოს პასპორტის მიღება

ამერიკული საბჭოების წარმომადგენლები სტუმრობენ 11 რეგიონს, რათა შესარჩევი ტურები ჩაატარონ. ტესტირების ცენტრების მდებარეობა ცხადდება პროგრამის შესარჩევი ტურების დაწყებამდე პრესის, ტელევიზიისა და რადიოს საშუალებით. FLEX პროგრამის წარმოგადგენლები წინასწარ ატყობინებენ რეგიონალური სკოლის დირექტორებს და მასწავლებლებს პროგრამის შესახებ (სატელეფონო ზარებით, ბეჭდური განხცხადებებით, ტელევიზიით, ბუკლეტებით, პოსტერებით, პროგრამის კურსდამთავრებულები უშულალოდ მიდიან სკოლებში და ატარებნენ პრეზენტაციებს).

კონკურსანტებს შეუძლიათ ტესტირების ერთერთ ცენტრში გავლა. მათ თან უნდა იქონიონ:

1) დაბადების მოწმობა, ან პასპორტი, ან პირადობის მოწმობა (აუცილებლად ამ დოკუმენტის დედანი).

2) ერთი ცალი 3X4–ზე ახლახანს გადაღებული ფოტოსურათი

3) საწერი კალამი.

”FLEX” პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად ჩვენ ვიწვევთ ყველა უფროსკლასელს, რომელიც აკმაყოფილებს პროგრამის კრიტერიუმებს, მათ შორის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოსწავლეებს. ასაკობრივი და სასკოლო კრიტერიუმი ასეთი პირებისათვის განსხვავებულია: მე-8, მე-9, მე-10, მე-11 და მე-12 კლასის.

კონკურსი შედგება სამი რაუნდისაგან:

რაუნდი 1: ინგლისურის მოკლე ტესტი

რაუნდი 2: თემები ინგლისურად

რაუნდი 3: ინგლისურის სტანდარტული ტესტი, თემები, აპლიკაცია და ინტერვიუ

მოსწავლეებს წელიწადში მხოლოდ ერთხელ შეუძლიათ კონკურსში მონაწილეობის მიღება.

რა არის პროგრამის დადებითი და უარყოფითი მხარეები?

FLEX პროგრამა საშულებას აძლევს მონაწილეებს ისწავლონ ამერიკელი ხალხის შესახებ, აღმოაჩინონ საინტერესო მათ კულტურაში, ამავდროულად ფინალისტები საქართველოს ელჩები არიან, რომლებსაც საერთაშორისო სარბიელზე გააქვთ ქვეყნის სახელი, ასწავლიან ამერიკელებს ევრაზიული კულტურის შესახებ. ყოველივე ეს ხელს უწყობს მათ პიროვნულ ზრდას, ეხმარება გახდნენ უფრო დამოუკიდებლები და მოემზადონ დიდი ცვლილებებისთვის. FLEX პროგრამის მონაწილეებს შესანიშნავი შანსი აქვთ მეგობრული ურთიერთობები დაამყარონ მასპინძელ ოჯახთან. პროგრამის ბევრი კურსდამთავრებული დღეს სწავლობს პრესტიჟულ უნივერისტეტში, მუშაობს მაღალ თანამდებობაზე, ის უნარ–ჩვევები, რომლებიც მას განავითარეს ამერიკაში, გზას უკვალავს წარმატებისკენ.

პროგრამის შესაძლო უარყოფითი მხარეები

სტუდენტებმა ამავე დროს უნდა გაითვალისწინონ პროგრამის უარყოფითი მხარეები:

  • შესაძლოა პროგრამის მონაწილეებმა ეროვნულ/ სასკოლო გამოცდებს ვერ ჩამოუსწრონ;
  • შესაძლოა, დაბრუნების შემდეგ მოგიწიოთ ჯარში მსახური;
  • შესაძლოა, არ ჩაგეთვალოთ სასწავლო წელი, რომელიც ამერიკაში გაატარეთ (განათლების სამინისტროს პრეროგატივაა, ჩათვლის თუ არა);
  • შესაძლოა, ვერ მიიღოღ ოქროს მედალი, რომელსაც სკოლა გასცემს;
  • აკადემიური პროგრამა, რომელიც ამერიკაში ისწავლება განსხვავებულია ქართული სკოლების პროგრამისგან.

შერჩევის პროცესი

ამერიკული საბჭოები ორგანიზებას უწევს ტრენინგებს, სადაც დაახლოებით 150 განათლების სისტემის და საერთაშორისო ურთიერთობების სფეროებში მოღვაწე მოხალისე პროფესიონალები, სამი თვის განმავლობაში ინტენსიურად ხვდებიან ერთმანეთს და ყურადღებით შეისწავლიან, შეაფასებენ აპლიკანტებს და მათ ნამუშევრებს. ისინი არჩევენ ფინალისტებსა და ალტერნატიულ კანდიდატებს.

შერჩევის პროცესი აპლიკაციის გარდა თავის თავში გულისხმობს, მასწავლებლის რეკომანდაციას, რომელიც კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ აპლიკანტი მზად არის ერთწლიანი პროგრამისთვის. შერჩევის პროცესი სრულდება გაზაფხულზე და ფინალისტები თავიანთი სტატუსის შესახებ აპრილის შუა რიცხვებში გებულობენ შედეგებს. უნდა აღინიშნოს ერთი მნიშვნელოვანი ფაქტი, რომ ინგლისური ენის ცოდნა არ არის ერთადერთი კრიტერიუმი, რომელზე დაყდნობითაც არჩევენ ფინალისტებს.

 

 

Share page