ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08
მუნიციპალიტეტისთვის დაქვემდებარებული იურიდიული პირები
საჯარო ინფორმაცია

ააიპ ,,ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი"

„ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლი“ წარმოადგენს „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონის და „საქართველოს სამოქალაქო კოდექსი“-ს მე-2 თავის საფუძველზე შექმნილ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს. მისი  დამფუძნებელია ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, რომელიც ზედამხედველობას უწევს ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ საქმიანობას.

მისი მიზნები და ამოცანები:

  1. უმწეოთა და უპოვართა უფასო კვება, რომლითაც ისარგებლებენ ახალციხის მუნიციპალიტეტსი რეგისტრირებული (ფაქტიურად მცხოვრები) მოქალაქეები.

ა) მარტოხელა პენსიონერები, რომლებიც ცხოვრობენ მარტო და არ ჰყავთ საკვების მიმწოდებელი.

ბ) უკიდურესად გჭირვებული მოსახლეობის ის ნაწილი, რომელთაც არ აქვთ საკვების შეძენის საშუალება და რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში.

 

  1. უკიდურესად გაჭირვებული მოქალაქეთათვის თავშესაფრის მოწყობა (ღამის გასათევი ფართი, ჰიგიენის საშუალებები და სხვა.) კეთილმოწყობილი სათანადო გარემოთი.

 

ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლში“ ბენეფიციართა ჩარიცხვას ახდენს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია, სოციალური დაცვის სამსახურისა და შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მერის წარმომადგენელთა მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის გათვალისწინებით მიღებული გადაწყვეტილების საფუძველზე.

სათნოების სახლის საქმიანობას წარმართავს, ორგანიზებას და კოორდინაციას უწევს  ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის დირექტორი, რომელსაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ნიშნავს და ათავისუფლებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი.

ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის“ მისამართია - ქალაქი ახალციხე. 0800, კოსტავას ქ. N18.

გააზიარე