ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

აქტიურ ახალგაზრდებს სიმბოლური სამახსოვრო საჩუქრები გადასცეს

7 აგვისტო, 2019

მუნიციპალიტეტის ახალგაზრდული პროგრამების მონაწილეები სხვადასხვა სახის აქტივობებს აგრძელებენ, თავიანთი ინიციატივით გეგმავენ და ახორციელებენ საინტერესო და მრავალფეროვან ღონისძიებებს.

სწორედ, მიმდინარე პროგრამების ფარგლებში დღეს მორიგი შეხვედრა გაიმართა, სადაც ახალგაზრდებმა განიხილეს 12 აგვისტოს დაგეგმილი ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიების დეტალები და საორგანიზაციო საკითხები.

მათი უშუალო მონაწილეობითა და მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით 12 აგვისტოს ახალციხის ხელოვნურ ტბაზე,  სხვადასხვა კულტურული, სპორტული და შემეცნებითი ღონისძიებები მოეწყობა,  გაიმართება ფერების ფესტივალი და გალა კონცერტი.

ახალგაზრდებს  მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე შეხვდა, დადებითად შეაფასა მათი აქტიური ჩართულობა აღნიშნულ პროგრამებში და თითოეულ მათგანს სიმბოლური საჩუქარი - სახელობითი მაისური, კეპი და ჩანთა გადასცა.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია 2019 წლიდან ახორციელებს სხვადასხვა სახის ახალგაზრდულ გრძელვადიან პროგრამებს (მუნიციპალიტეტის მოხალისე, იდეების კონკურსი, მეგობრებს+მეგობრები), რომლის ძირითადი მიზანია ახალგაზრდების მონაწილეობისა და ჩართულობის გაზრდა გადაწყვეტილების მიღების პროცესში, ასევე მათში მნიშვნელოვანი უნარებისა და კომპეტენციების განვითარება.

გააზიარე