ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ახალციხეში ცენტრალური ქუჩების რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს

16 აგვისტო, 2019

ქალაქ ახალციხეში, კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. 
ამ დროისთვის ტროტუარების, კედლების, ღობეებისა და სანიაღვრე არხების მოწყობა მიმდინარეობს. საფეხმავლო ბილიკი გზის სრულ მონაკვეთზე ადაპტირებული იქნება და შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირები გადაადგილებას თავისუფლად შეძლებენ. 
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის მოწყობა, სამანქანო გზასთან ერთად, რეაბილიტაცია უტარდება საფეხმავლო ბილიკებს, მიერთებებს, ეზოებში შესასვლელებს, კედლებს და ლითონის ღობეებს, გვარდება ასევე რუსთაველის ქუჩაზე წლების მანძილზე არსებული ორი ღია სანიაღვრე კოლექტორის პრობლემაც.

 

გააზიარე