ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მერიაში ერუშეთის ეროვნული პარკის პროექტი განიხილეს

11 ოქტომბერი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF) კავკასიის ოფისის წარმომადგენელს გიორგი ცინცაძეს და ასოციაცია „ტოლერანტის“ ხელმძღვანელს ცირა მესხიშვილს შეხვდნენ.

შეხვედრაზე ერუშეთის გეგმარებითი ეროვნული პარკის პროექტი და მის დამხმარე ზონაში შემავალი სოფლების საკითხი განიხილეს. აღინიშნა, რომ დაცული ტერიტორიების დაგეგმარების პროცესში მაქსიმალურად იქნება გათვალისწინებული პარკის საზღვრებში შემავალი სოფლების მოსახლეობის ინტერესები.

სამომავლოდ, ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობისა და ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლების ჩართულობით. საინფორმაციო შეხვედრები გაიმართება, დაცული ტერიტორიის დამხმარე ზონაში შემავალი სოფლების მაცხოვრებლებთან. პარკის საზღვრებში ახალციხის მუნიციპალიტეტიდან 22 სოფელი ექცევა.

გააზიარე