ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისათვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა
✔ ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიამ 8 თვეში სოციალურ პროგრამებისათვის 727 000 ლარის დაფინანსება გასცა, შედეგად დახმარება გაეწია 11 521 მოქალაქეს.
მათ შორის:
➡ სამედიცინო-სადიაგნოსტიკო გამოკვლევები დაუფინანსდა - 185 მოქალაქეს, 47 594 ლარის ღირებულების;
➡ ქირურგიული მომსახურებისთვის - 566 მოქალაქეს გაეწია დახმარება, ჯამში 240 508 ლარის ღირებულების;
➡ ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალოდ დაფინანსება მიიღო 80 მოქალაქემ - 112 568 ლარის ღირებულების;
➡ მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოძრავი სამარშრუტო ტრანსპორტის 50%-იანი თანადაფინანსებით ისარგებლა 9130-მა მოქალაქემ, რისთვისაც გაიხარჯა 15 000 ლარი;
➡ სოციალური დახმარება გაეწია 368 ახალშობილის ოჯახს - 55 200 ლარის ოდენობით;
➡ სამუსიკო და სამხატვრო სკოლებში სწავლის გადასახადი დაუფინანსდა 249 მოსწავლეს - 25 242 ლარის ოდენობით;
➡ იძულებით გადაადგილებულ პირთა, სამშობლოს დაცვისას დაღუპულთა, ომის შემდგომ გარდაცვლილ მეომართა და უპატრონო მიცვალებულთა სარიტუალო მომსახურება - 12 450 ლარი;
➡ შშმ პირის სტატუსის მქონე ომის ვეტერანებს, ომში დაღუპულის ოჯახის წევრის სტატუსის მქონე და მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს - სულ 34 ბენეფიციარს სოციალური დახმარება გაეწია 12 975 ლარის ოდენობით;
➡ შშმ პირებს და სხვა კატეგორიის მოწყვლად ჯგუფებს - ჯამში 307 ბენეფიციარს გაეწია 65 700 ლარის სოციალური დახმარება;
➡ შშმ ბავშვთა სოციალური დახმარება გაეწია 74 ბენეფიციარს, ჯამში 22 200 ლარის ოდენობით;
➡ ხანძრის შედეგად დაზარალებულ 9 ოჯახს გაეწია დახმარება, ჯამში 14 900 ლარის ოდენობით;
➡ ა(ა)იპ „ახალციხის მუნიციპალიტეტის სათნოების სახლის'' უფასო სასადილოს მომსახურება გაეწია 195 ბენეფიციარს, აღნიშნული მომსახურებისთვის გაიხარჯა 82 049 ლარი;
➡ შეჭირვებული მოსახლეობის და იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა სოციალური დახმარება - სასურსათო პაკეტები მიიღო 202 ოჯახმა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 19 664 ლარი.
მიმდინარე 2019 წელს სოციალური პროგრამებისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ ბიუჯეტში 1 110 000 ლარია გათვალისწინებული.