ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფრენბურთში ტურნირი დაიწყო

7 ნოემბერი, 2018

ახალციხის სასპორტო სკოლაში, „სასკოლო სპორტული ოლიმპიადა 2019“-ს ფარგლებში, ახალციხის მუნიციპალიტეტის პირველობაზე ფრენბურთში ტურნირი დაიწყო.

 ერთმანეთს ახალციხის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის 10 გუნდი უპირისპირდება.

ფინალური შეხვედრა,სასპორტო სკოლაში,  8 ნოემბერს გაიმართება. 

გამარჯვებული გუნდები ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიისაგან, მედლებით, სიგელებითა და თასებით დაჯილდოვდებიან. 

 სასკოლი სპორტული ოლიმპიადა საქართველოს ბავშვთა და სასკოლო სპორტის ეროვნული ფედერაციის მიერ მე-4 წელია ტარდება. „ოლიმპიადა 2019“-ში 1700-ზე მეტი სკოლის 100 000-მდე მოსწავლე იღებს მონაწილეობას.

ღონიძიებას ორგანიზება ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურმა გაუწია. „ოლიმპიადა 2019“-ის გენერალური სპონსორია VTB ბანკი.

გააზიარე