ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალგაზრდული პროექტის პრეზენტაცია მერიაში

10 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე ახალგაზრდულმა კლუბის „SKYE New Possibility“ის წარმომადგენლებს შეხვდა. ახალგაზრდებმა პროექტის „შენი სამაგიდო თამაში“ პრეზენტაცია გამართეს.

კლუბის წევრები ღონისძიების ჩატარებას ოქტომბრის ბოლოს გეგმავენ, სადაც ახალგაზრდებს თხუთმეტამდე სამაგიდო თამაშში მონაწილეობა შეეძლებათ. ღონისძიების მიზანი შემეცნებით და გასართობ აქტივობებში ადგილობრივი ახალგაზრდების აქტიურად ჩართვაა.

ღონისძიება ევროკავშირის პროექტის „კომპეტენციები დასაქმებისათვის“ ფარგლებში, ახალგაზრდული კლუბი „SKYE New Possibility“-ის ორგანიზებით და სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის მხარდაჭერით ხორციელდება.

შეხვედრას ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე, საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე, ა(ა)იპ ,,ახალციხის ციხის", მერიის კულტურის სამსახურის, „World Vision“ - საქართველოს და სამცხე-ჯავახეთის სამხარეო განვითარების ცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ ახალგაზრდული პროექტი მოიწონა და მის განხორციელებაში დახმარება აღუთქვა.

გააზიარე