ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08
ახალციხის მუნიციპალიტეტის მერია
საჯარო ინფორმაცია

დებულება/წესდება/შინაგანაწესი

  • მერია მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოსადმი დაქვემდებარებული დაწესებულებაა, რომელიც უზრუნველყოფს მერის უფლებამოსილების განხორციელებას. მუნიციპალიტეტის მერია შედგება სტრუქტურული ერთეულებისგან, რომლებიც შესაბამისი დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში უზრუნველყოფენ მუნიციპალიტეტის საკრებულოსა და მერის დავალებების შესრულებას.  სტრუქტურულ ერთეულს შეიძლება ჰქონდეს ქვედანაყოფები, რომლებიც განისაზღვრება მერიის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის დებულებითა და საშტატო ნუსხით.
  • მერია საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, „ადგილობრივი თვითმმართველობის შესახებ ევროპული ქარტიის'', საქართველოს ორგანული კანონის ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი", მოქმედი კანონმდებლობისა და ამ დებულების შესაბამისად.
  • მერიის   თანამდებობის  პირები და  საჯარო  მოსამსახურეები მოქმედებენ კანონიერების, საჯაროობისა და გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში მოქალაქეთა მონაწილეობის პრინციპების დაცვით.
გააზიარე