ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

დღეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართა

26 ივლისი, 2019

დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-8 სხდომა გაიმართა, რომელზეც დღის წესრიგით გათვალისწინებული 10 საკითხი განიხილეს.

სხდომაზე ცვლილებები შევიდა:

,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში.
 „საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხის მუნიციპალიტეტის დასახლებებში დასაფინანსებელი პროექტების დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2019 წლის 26 მარტის N11 განკარგულებაში.
,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის, რომელიც არ არის საკრებულოს თანამდებობის პირი, უფლებამოსილების განხორციელების მიზნით გაწეული ხარჯების ანაზღაურების წესის შესახებ" ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 1 დეკემბრის N16 დადგენილებაში.

 საკრებულოს წევრებმა მოიწონეს და დამაკმაყოფილებლად შეაფასეს ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის მეორე კვარტლის შესრულება.

დეპუტატებმა თანხმობა მიცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის „ახალციხის მძლეოსნობის სპორტული კლუბისათვის’’ გადაცემას.

საკრებულოს წევრებმა მოისმინეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის საბჭოს, ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფიზიკური და კერძო სამართლის იურიდიული პირების მფლობელობაში (სარგებლობაში) არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის და „ახალციხის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე პირის ცხოვრების (ყოფნის) ფაქტის დამდგენი კომისიის’’ საქმიანობის ექვსი თვის ანგარიში.

სხდომი დასასრულს დეპუტატებმა დაამტკიცეს ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თანამდებობის პირთა მიერ საწვავით სარგებლობის წესი.

გააზიარე