ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

გარემოსდაცვითი აქცია მოხალისეთა მონაწილეობით

29 ივლისი, 2019

„ახალციხის მუნიციპალიტეტის მოხალისის“ პროგრამის ფარგლებში , პროგრამაში მონაწილე ერთ-ერთი ჯგუფის ,,TEST” -ის ინიციატივით  ურავლის ხეობაში დასუფთავების აქცია მოეწყო. ახალგაზრდებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს ახალციხის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მარშრუტის გასწვრივ არსებული ტერიტორია.

ახალგაზრდული გარემოსდაცვითი აქტივობა,  დასუფთავების აქციასთან ერთად,  თეორიულ პროგრამასაც მოიცავდა.  აქციის მონაწილეებმა საყოფაცხოვრებო ნარჩენების შეგროვებაზე ჯგუფური შეჯიბრი და გარემოსდაცვით თემაზე ვიქტორინა გამართეს. პარალელურად მოეწყო მხიარული და გასართობი ახალგაზრდული თამაშებიც.

აქტივობის მიზანი ახალგაზრდებში გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება იყო. ღონისძიებაში მოხალისის პროგრამაში მონაწილე ახალგაზრდებთან ერთად სკოლების ეკო კლუბის წევრებიც მონაწილეობდნენ. შეგახსენებთ, რომ მოხალისის პროგრამაში ჩართულია სამი ახალგაზრდული ჯგუფი: ,,TEST”, I G U” -მ (International girls union), და ჯგუფი “AANSTERS”, რომლებმაც ექვსი თვის განმავლობაში თანატოლგანმანათლებლობით უნდა დაგეგმონ და განახორციელონ საგანმანათლებლო პროგრამები.

 

გააზიარე