ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

6 სექტემბერი, 2019

ქალაქ ახალციხეში მლაშიხევის (არსებული კოლექტორიდან წმ. დავითისა და კონსტრანტინეს ქუჩამდე) არხის რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

კოლექტორი ქალაქ ახალციხეში, რუსთაველისა და გვარამაძის ქუჩებს შორის არსებული ხევის (მლაშიხევის) გასწვრის მდებარეობს. მისი რეაბილიტაციით მიმდებარე დასახლების მაცხოვრებლებისთვის მრავალწლიანი პრობლემა გვარდება. პროექტი სახელმწიფო და ადგილობრივი ბიუჯეტიდან 657 340 ლარით ფინანსდება.

არხის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ადგილზე გაეცნო ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ალექსი ზედგინიძე.

გააზიარე