ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

კონკურსში გამარჯვებულები გამოვლინდნენ

31 ოქტომბერი, 2019

 

დღეს, ახალციხის ციხის ციტადელზე, კონკურსის „ახალგაზრდობა ძალადობის წინააღმდეგ“ გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გენდერული თანასწორობის განყოფილებამ მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსი 29 აგვისტოს გამოაცხადა. შემოვიდა 11 ფილმი, საიდანაც სპეციალურმა ჟიურიმ იმსჯელა და ორი გამარჯვებული ფილმი გამოავლინა. პირველ ადგილზე ურავლის ახალგაზრდული ცენტრის მიერ გადაღებული ფილმი გავიდა, მეორეზე კი საყუნეთის ახალგაზრდული ცენტრის ფილმი.

კონკურსში გამარჯვებულებს მერიისგან ფასიანი საჩუქრები გადაეცათ. საჩუქრები მიიღეს ასევე, დანარჩენმა მონაწილეებმაც.

 

გააზიარე