ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მერიაში ინფრასტრუქტურული პროექტების მიმდინარეობაზე იმსჯელეს

2 ოქტომბერი, 2019

დღეს, ახალციხის მერიაში ტრადიციულ თათბირზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, ინფრასტრუქტურისა და ზედემხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად მშენებლებისგან ობიექტებზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა.

ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად მიმდინარეობს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამით“, ადგილობრივი ბიუჯეტით და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დაფინანსებული პროექტები. ასევე, გრძელდება სოფლებში ამბულატორიების მშენებლობა/რეაბილიტაციები.

გააზიარე