ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

მოსახლეობის საყურადღებოდ

4 ნოემბერი, 2019

სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვა - ახალციხის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საავტომობილო

დეპარტამენტის საერთაშორისო მნიშვნელობის (-8) (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო

გზის კმ 80 (79+832)-ზე, მდ. ივლიტისხევზე (მდ. ლერწიანაზე) არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად

ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობის და ექსპლუატაციის პროექტი

 

დაგეგმილი საქმიანობის დასახელება: საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-8) (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 80 (79+832)-ზე, მდ. ივლიტისხევზე (მდ. ლერწიანაზე) არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობა და ექსპლუატაცია

დაგეგმილი საქმიანობის განმახორციელებელი: საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტი

დაგეგმილი საქმიანობის განხორციელების ადგილი: ახალციხის მუნიციპალიტეტი, სოფ. ივლიტა

დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიში საჯარო განხილვის დრო და ადგილი: სოფ. ივლიტას ბიბლიოთეკის შენობა - 2019 წლის 14 ნოემბერი 15:00 სთ

საჯარო განხილვის ორგანიზატორი: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო 2019 წლის 24 ოქტომბერს, საქართველოს საავტომობილო გზების დეპარტამენტმა სამინისტროში წარმოადგინა საერთაშორისო მნიშვნელობის (ს-8) (თურქეთის რესპუბლიკის საზღვარი) საავტომობილო გზის კმ 80 (79+832)-ზე, მდ. ივლიტისხევზე (მდ. ლერწიანაზე) არსებული სახიდე გადასასვლელის ნაცვლად ახალი სახიდე გადასასვლელის მშენებლობისა და ექსპლუატაციის პროექტის სკოპინგის განცხადება. ,,გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის’’ თანახმად, სკოპინგის დასკვნის მიმღებ უფლებამოსილ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. აღნიშნული სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებით სოფ. ივლიტაში გაიმართება საჯარო განხილვა. საჯარო განხილვა ღიაა, მასში მონაწილეობის, ასევე შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენის უფლება აქვს საზოგადოების ნებისმიერ წარმომადგენელს. დაგეგმილი საქმიანობის სკოპინგის ანგარიშთან დაკავშირებული წერილობითი შენიშვნები და მოსაზრებები შეგიძლიათ წარუდგინოთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2019 წლის 19 ნოემბრამდე, მისამართზე: ქ. თბილისი, მარშალ გელოვანის გამზირი N6, ან ელ. ფოსტის მისამართზე: eia@mepa.gov.ge ასევე, მოთხოვნის შემთხვევაში, სამინისტრო უზრუნველყოფს „გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსით“ გათვალისწინებული დოკუმენტაციის მიწოდებას ნაბეჭდი სახით.

გააზიარე