ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

№1 საბავშვო ბაღში სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს

20 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე, ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურისა და ზედამხედველი ორგანიზაცია „ქრიზოლითი+“-ის წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქ ახალციხის №1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების პროცესს ადგილზე გაეცნო. საბავშვო ბაღში ამ დროისთვის თითქმის დასრულებულია შენობის გადახურვა და შიდა სადემონტაჟო სამუშაოები ხორციელდება.
პროექტის ფარგლებში, სრულად იცვლება შიდა კომუნიკაციები, კარ-ფანჯრები და სახურავი, კაპიტალურად გარემონტდება საბავშვო ჯგუფების ოთახები, მუსიკის დარბაზი, სამზარეულო ბლოკი, სველი წერტილები, მოეწყობა ადმინისტრაციული და სხვა აუცილებელი ოთახები, ასევე დამონტაჟდება ცენტრალური გათბობის სისტემა. გარდა ამისა, პროექტი ითვალისწინებს შენობის ფასადის რეაბილიტაციას, ეზოს კეთილმოწყობას და საბავშვო გასართობი მოედნის მოწყობას.
გასული საუკუნის დასაწყისში აშენებულ შენობას, კაპიტალური სარეკონსტრუქციო-სარეაბილიტაციო სამუშაოები პირველად უტარდება. პროექტი მუნიციპალური განვითარების ფონდის დაფინანსებით ხორციელდება. 
სამუშაოების დასრულების შემდეგ, განახლებულ და კეთილმოწყობილ გარემოში 120 აღსაზრდელი შეძლებს სკოლამდელი აღზრდის უნარ-ჩვევების მიღებას. 


 

გააზიარე