ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

საკრებულოს რიგიგ მე-9 სხდომა

1 ოქტომბერი, 2019

ახალციხის  მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგით მე-9 სხდომაზე საკრებულოს წევრებმა დღის წესრიგით გათვალისწინებული 4  საკითხი განიხილეს. საკრებულოს დღევანდელ სხდომას 30 საკრებულოს წევრი ესწრებოდა. მათმა უმრავლესობამ სხდომაზე გასულ 4-ივე  საკითხს მხარი დაუჭირა, აღნიშნული საკითხები ეხებოდა :

1,,ახალციხის მუნიციპალიტეტის 2019 წლის ბიუჯეტის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 27 დეკემბრის №58 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

2,,ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის სტრუქტურული ერთეულების საშტატო ნუსხისა და ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის თანამდებობის პირთა და სხვა მოსამსახურეთა თანამდებობრივი სარგოების ოდენობის განსაზღვრის შესახებ” ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2017 წლის 14 ნოემბრის №3 დადგენილებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე

3.,,ახალციხის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონების პრივატიზაციის გეგმის დამტკიცების შესახებ’’ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2018 წლის 25 ივნისის N51 განკარგულებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

4.მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის გამიჯვნის თაობაზე.

 

გააზიარე