ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

სამუშაო შეხვედრა მშენებლებთან

20 აგვისტო, 2019

დღეს, ახალციხის მერიაში მიმდინარე და დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იმსჯელეს. მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ სამშენებლო და ზედამხედველი ორგანიზაციების წარმომადგენლებისგან თითოეულ ობიექტზე არსებული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია მოისმინა, განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა პროექტების დროულად და ხარისიანად შესრულების აუცილებლობაზე.
ამ დროისთვის ახალციხის მუნიციპალიტეტში აქტიურად გრძელდება გზების, სასმელი წყლის სისტემების, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსების გარე ფასადებისა და სადარბაზოების, სახურავების, სასკოლო ინფრასტრუქტურის, ამბულატორიების მშენებლობა-რეაბილიტაცია, მასშტაბური სამუშაოები ხორციელდება ქალაქ ახალციხეში №1 საბავშვო ბაღსა და ქალაქ ვალის კულტურის სახლში, სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაოები მიმდინარეობს ასევე სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში.
აღნიშნულ ობიექტებზე მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე პერიოდულად მონიტორინგის მიზნით, მერიის ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურების წარმომადგენლებთან ერთად სამუშაო პროცესს ადგილზე ეცნობა. 

გააზიარე