ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

საყუნეთში მილხიდის მოწყობა აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

26 აგვისტო, 2019

აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს სოფელ საყუნეთში შიდა საუბნო გზაზე მილხიდის მოწყობა.

სამუშაოები „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება. პროექტი ადგილობრივი მოსახლეობის ერთობლივი გადაწყვეტილებით, დასახლების საერთო კრებაზე შეირჩა. აღნიშნულ ტერიტორიაზე უამინდობისა და წვიმების დროს გზის სავალი ნაწილი ხშირად იტბორებოდა, რაც ადგილობრივებს სასოფლო-სამეურნეო ნაკვეთებთან გადაადგილებაში ხელს უშლიდა.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში განსახორციელებელი პროექტების შესარჩევად მუნიციპალიტეტის 46 დასახლებაში საერთო კრებები ჩატარდა და მოსახლეობასთან კონსულტაციების შედეგად გამოვლინდა პრიორიტეტები. 

 

 

გააზიარე