ცხელი ხაზი:0 (365) 22 36 16 ან 0 (365) 22 08 08

შემეცნებითი ტური ვარძიაში

21 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერითა და ორგანიზებით სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებებში გამარჯვებულებისთვის ექსკურსია მოეწყო ვარძიის მუზეუმ ნაკრძალში. გამგზავრების წინ სპორტსმენებს მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და კულტურის სამსახურის ხელმძღვანელი ზაზა თამარაშვილი შეხვდნენ და დროის სასიამოვნოდ და შინაარსიანად გატარება უსურვეს. 

ექსკურსიის ფარგლებში ახალგაზრდებმა მხარის ღირსშესანიშნაობების დათვალიერების გარდა, სხვადასხვა სახალისო აქტივობებში მიიღეს მონაწილეობა. 

ღონისძიების მიზანი ახალციხის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ახალგაზრდების წახალისება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციაა.

გააზიარე