ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა გრანტის მქონე სტუდენტებთან

10 სექტემბერი, 2019

დღეს, ახალციხის ციხის ციტადელზე, სახელმწიფო რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი, ახალციხისა და ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი გიორგი კოპაძე, ახალციხის მერი ზაზა მელიქიძე ,საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები, იმ სტუდენტებს შეხვდნენ, რომლებმაც 2019 წლის ერთიან ეროვნულ გამოცდებში დაფინანსება მოიპოვეს.

მათ სტუდენტებს მიღწეული შედეგები პირადად მიულოცეს, წარმატებები უსურვეს, საჩუქრად კი წიგნები და მუნიციპალიტეტის სასაჩუქრე პაკეტები გადასცეს.

„მინდა მოგილოცოთ ეს უდიდესი წარმატება, რამეთუ ძალიან მნიშვნელოვანია თქვენი ცოდნა და გამოცდილება ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის და წინსვლისთვის. დარწმუნებული ვარ, რომ თქვენთან ერთად უფრო წარმატებული გახდება ჩვენი ქვეყანა და ჩვენი მუნიციპალიტეტი“ - აღნიშნა ზაზა მელიქიძემ.

წელს, ახალციხის მუნიციპალიტეტში რეგისტრირებულმა 49 კურსდამთავრებულმა, საქართველოს სხვდასხვა უნივერსიტეტებში, სახელმწიფო გრანტი მოიპოვა.

გააზიარე