ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სკოლებში სარეაბილიტაციო სამუშაოები გრძელდება

23 აგვისტო, 2019

საჯარო სკოლებში ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს. სანიტარული კვანძების მოწყობის მიზნით, სამშენებლო სამუშაოები დაიწყო სოფელ აგარა-ზიკილიის საჯარო სკოლაშიც. 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე ახალციხის მუნიციპალიტეტის 14 საჯარო სკოლაში მოწესრიგდება სასკოლო ინფრასტრუქტურა. ესენია: ურავლის, აწყურის, აგარა-ზიკილიის, საყუნეთის, წნისის, წყრუთის, ანის, მინაძის, ანდრიაწმინდის, სვირის, ქალაქ ვალის მე-2 და ქალაქ ახალციხის მე-2, მე-5 და მე-6 საჯარო სკოლებში.

 

 

გააზიარე