ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სოფელ ღრელში ამბულატორიიის მშენებლობა დაიწყო

26 აგვისტო, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ ღრელში ამბულატორიიის მშენებლობა დაიწყო.

პროექტით გათვალისწინებულია თანამედროვე სტანდარტებზე გათვლილი ერთ სართულიანი შენობის აშენება და შენობის მიმდებარედ არსებული ეზოს კეთილმოწყობა.

სამუშაოები ჯანმრთელობისთვის უსაფრთხო გარემოს უზრუნველყოფის ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ხორციელდება, რისთვისაც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან 85 230 ლარი იხარჯება.

აღსანიშნავია რომ სოფელ ღრელში ამ დრომდე არ ფუნქციონირებდა ამბულატორია. სამუშაოების დასრულების შემდეგ კი ადგილობრივ მაცხოვრებლებს პირველადი დახმარება ადგილზე გაეწევათ.

 

გააზიარე