ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

სტატისტიკის ეროვნული სამსახური

 

 

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის შესახებ

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირი - საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისა და სტატისტიკური ინფორმაციის გავრცელების მიზნით შექმნილ დაწესებულებას, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს დამოუკიდებლად. სამსახური შექმნილია “ოფიციალური სტატისტიკის შესახებ” საქართველოს 2009 წლის 11 დეკემბრის კანონის საფუძველზე.

საქსტატის ძირითადი ფუნქციებია: 

სტატისტიკის სფეროში ერთიანი პოლიტიკის შემუშავება და ტერიტორიულ და სტატისტიკის მწარმოებელ სხვა ორგანოებთან კოორდინირებული მუშაობის უზრუნველყოფა;

 

  1.  სტატისტიკურ სამუშაოთა პროგრამის შემუშავება;
  2.  სტატისტიკური სამუშაოების პროგრამის ფარგლებში განსაზღვრული სტატისტიკური საქმიანობა წარმოება, რომელიც მოიცავს:
    • სტატისტიკური კვლევების ჩატარებას;
    • ადმინისტრაციულ მონაცემთა დამუშავებას ექსკლუზიურად, სტატისტიკური მიზნით;
    • დაკვირვების ერთეულის შესახებ მონაცემთა დამუშავებას;
    • სტატისტიკური მონაცემების გამოქვეყნებასთან დაკავშირებული გრაფიკის შემუშავებას და მისი საჯაროობის უზრუნველყოფას;
    • გამოქვეყნებული გრაფიკის მიხედვით სტატისტიკური მონაცემების გავრცელებას და ყველა მომხმარებლისათვის მათი თანაბარი ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფას;
    • საერთაშორისო ანალოგების შესაბამისი სტატისტიკური მეთოდოლოგიისა და სტანდარტების შემუშავებას და მათი დანერგვის ხელშეწყობას;
  3. მოსახლეობის საყოველთაო აღწერის ჩატარება;
  4. ყოველწლიური საქმიანობის ანგარიშის მომზადება;
  5. სტატისტიკის ტერიტორიული ორგანოების შექმნა და მათი სამოქმედო არეალების განსაზღვრა.

 

      https://www.geostat.ge

გააზიარე