ცხელი ხაზი:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ზაზა მელიქიძემ ინფრასტრუქტურული პროექტები დაათვალიერა

26 ივლისი, 2019

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ და საკრებულოს თავმჯდომარემ გელა ნოზაძემ ქალაქ ახალციხეში კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს. 

ამ დროისთვის კეცხოველისა და რუსთაველის ქუჩებზე გზის კაპიტალური რეაბილიტაცია აქტიურად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში 930 მეტრი სიგრძის მონაკვეთზე ახალი საგზაო ინფრასტრუქტურის ეწყობა, რაც საავტომობილო გზასთან ერთად, საფეხმავლო ბილიკების, მიერთებების, ეზოებში შესასვლელების, კედლების და ლითონის ღობეების და სანიაღვრე არხების რეაბილიტაციას ითვალისწინებს.

ადგილობრივი თვითმმართველობის ხელმძღვანელებმა ინფრასტრუქტურისა და ზედამხედველობის სამსახურის და მშენებელი კომპანიის წარმომადგენლებთან ერთად განიხილეს პროექტის დეტალები და ამ დროისთვის შესრულებული სამუშაოები.

გააზიარე