ქალთა საერთაშორისო დღე
დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტში ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნა.
ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მუნიციპალიტეტში შემავალი ადმინისტრაციული ერთეულები მოიარეს, გზაში შემხვედრ მანდილოსნებს გაზაფხულის დღესასწაული მიულოცეს და ყვავილებით დაასაჩუქრეს. უკიდურესად გაჭირვებული ქალბატონები კი სახლებში მოინახულეს ქალთა საერთაშორისო დღე მიულოცეს და საჩუქრად ყვავილები და საოჯახო ნივთები გადასცეს.
ღონისძიებას ორგანიზება კულტურის, განათლების, სპორტის, ძეგლთა დაცვის, ახალგაზრდულ საქმეთა და ტურიზმის განვითარების სამსახურმა გაუწია.
შეგახსენებთ, რომ ქალთა სოლიდარობის საერთაშორისო დღის აღნიშვნის იდეა თავდაპირველად მე-20 საუკუნის დასაწყისში დაიბადა.