მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

SaajaxNewsView

                                           
   
 მესხი სპორტსმენების მორიგი წარმატება ტაეკვანდოში!

მესხი სპორტსმენები, ტაეკვანდოში გამართულ თბილისის ღია ჩემპიონატიდან საპრიზო ადგილებით დაბრუნდნენ. 

❖აწყურის მკვიდრმა მედეა ლაბაძემ, 46 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და მე-3 ადგილი მოიპოვა.

❖მესამე ადგილზე გავიდა აწყურელი ია ლაბაძეც, რომელმაც 41 კგ წონით გაიმარჯვა და სახლში ბრინჯაოს მედლით დაბრუნდა. 

❖დიდი კონკურენციის მიუხედავად საპრიზო ადგილზე გასვლა მოახერხა წინუბნელმა გიორგი კურტანიძემაც, რომელმაც 45 კგ წონით კატეგორიაში მე-3 ადგილი მოიპოვა.

❖ხოლო ზიკილიელმა გიორგი მაისურაძემ, რომელმაც 58 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა მოწინააღმდეგის დამარცხება შეძლო და ბრინჯაოს მედლით დაჯილდოვდა. 

თბილისის ღია ჩემპიონატი 11-12 მარტს ჩატარდა, რომელშიც მონაწილეობა საქართველოს ყველა რეგიონმა მიიღო. 

შეგახსენებთ, რომ ტაეკვანდოს შემსწავლელი წრე სოფელ აწყურში ერთი წელზე მეტია რაც ფუნქციონირებს. მოზარდებში სპორტის აღნიშნული სახეობა პოპულარობით სარგებლობს. 

ისინი სხვადასხვა ტურნირებში მონაწილეობას აქტიურად იღებენ და საპრიზო ადგილებზეც გადიან.

ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულო ულოცავს ახალგაზრდებს მორიგ წარმატებას!

❖ახალციხისმუნიციპალიტეტი

#მესხისპორტსმენები

#სპორტი

#ტაეკვანდო

❖ ©️ 2017
 

 
 
უკან დაბრუნება  

Your Comments

Name:  
Email (optional):  
Comments:  







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია