მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

SaajaxNewsView

„მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე“

 

      საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო იწყებს  „მოხალისეობის განვითარების პროგრამის საქართველოს მოხალისე“- განხორციელებას, რომელსაც საფუძვლად უდევს საქართველოს სახელმწიფო ახალგაზრდული პოლიტიკის დოკუმენტი და სამოქმედო გეგმა.

     პროგრამის მიზანია მოხალისეობის ინსტიტუტის გაძლიერება, მოხალისეთა ერთიანი ქსელის შექმნა, ახალგაზრდებში სამოქალაქო ცნობიერების ამაღლება, მოხალისეობის პოპულარიზაცია, საზოგადოების საკეთილდღეოდ, საკუთარი ნების საფუძველზე უანგარო შრომის იდეის პოპულარიზაცია.

    პროგრამის ფარგლებში  საქართველოს 64 მუნიციპალიტეტში კონკურსის საფუძველზე შეირჩევა 128 მოტივირებული 17 -დან 25 წლამდე მოხალისე, 2 მოხალისე თითო მუნიცილაპიტეტიდანშერჩეული ახალგაზრდები ერთი წლის ვადით მიიღებენსაქართველოს მოხალისის" სტატუსს.

     შერჩეული ახალგაზრდები ივნისის თვეში  გაივლიან მოხალისეობის თემასთან დაკავშირებულ მოსამზადებელ  5 დღიან ტრენინგ-სემინარს (ტრენინგ-სემინარის გამართვის ზუსტ დროს და ადგილს დამატებით გაცნობებთ მოგვიანებით) და წლის ბოლომდე მიიღებენ "საქართველოს მოხალისის" სტატუსს.

 პროგრამაში მონაწილე  მოხალისეებს  საშუალება ექნებათ:

  გაიარონ 5 დღიანი ტრენინგ-სემინარი;

  ●  მონაწილეობა მიიღონ სამინისტროს ეგიდით გამართულ სხვადასხვა ტიპის ღონისძიებებში;

  ჩაერთონ საერთაშორისო მოხალისეობრივ პროექტებში (European Voluntary Service);

  გამოვლინდნენ და დაჯილდოვდნენ წლის საუკეთესო მოხალისეები.

       საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტრო აფინანსებს პროექტსაქართველოს მოხალისის“  შემდეგ კომპონენტებს:

მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე მონაწილეების განთავსება და სამჯერადი კვება;

მოხალისეთა  სატრენინგო მომსახურება;

მოხალისეთა ტრენინგ-სემინარზე ტრანსპორტირება (რეგიონული ცენტრებიდან)

საქართველოს მოხალისეებისათვისსაქართველოს 10 რეგიონში 10 მოხალისეობრივი პროექტის დაფინანსებამე მოხალისე აქტიური მოქალაქეკამპანიის ფარგლებში.

      პროგრამის ფარგლებში შერჩეული მოხალისეები 2017 წლის ბოლომდე საკუთარი თავისუფალი დროის, ცოდნისა და უნარების გამოყენებით, თავიანთ წვლილს შეიტანენ საზოგადოებისათვის სასარგებლო საქმიანობის განხორციელებაში და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის საჭიროებიდან და თავისებურებებიდან გამომდინარე რეგიონებში განახორციელებენ  ისეთ ინიციატივებს როგორიცაა: მოხალისეთა კლუბების შექმნა, გარემოსდაცვითი ღონისძიებები, საქველმოქმედო საქმიანობა - სხვადასხვა საჭიროებების მქონე ადამიანების    დახმარებაფილმების ჩვენებაუცხო ენის კურსების გამართვა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაცია (სპორტული შეჯიბრებები, მარათონები), შშმ ბავშვების ინტეგრაცია, ღირსშესანიშნავი თარიღების აღნიშვნა, შემოქმედებითი საღამოების გამართვა, ცნობილ ადამიანებთან შეხვედრები და სხვა.

     პროგრამაში მონაწილეობის მსურველმა კანდიდატებმა კონკურსის პირველ ეტაპზე რეგისტრაცია უნდა გაიარონ http://youth.gov.ge/home 20 აპრილიდან 20  მაისის  ჩათვლით. კონკურსის მეორე ეტაპზე გადავლენ სააპლიკაციო ფორმების საფუძველზე შერჩეული კანდიდატები.

    კონკურსის მეორე ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრება, რის შედეგადაც თითოეულ მუნიციპალიტეტში გამოვლინდება 2 გამარჯვებული.

 

 

 
 
 
 
უკან დაბრუნება  

Your Comments

Name:  
Email (optional):  
Comments:  







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია