მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

SaajaxNewsView

შოთა რუსთაველის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნა

15 მაისს, ახალციხეში, შოთა რუსთაველის დღე მრავალფეროვანი საგანმანათლებლო და კულტურული აქტივობებით აღინიშნა.

ღონისძიებების ფარგლებში, ახალციხის ციხის ტერიტორიაზე, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს ხელშეწყობით, ვეფხისტყაოსნის უძველესი გამოცემების, სხვადასხვა ენაზე გამოცემული „ვეფხისტყაოსნის“ თარგმანებისა და წიგნის „მესხური რეალიები ვეფხისტყაოსანში“ პრეზენტაციები გაიმართა.

მოეწყო მხატვარ ქეთი მატაბელის, ახალციხელი მხატვრებისა და ფოტოხელოვანების ნამუშევრების გამოფენა, შოთა რუსთაველის თემატიკაზე გაიმართა სემინარი ცნობილი რუსთველოლოგების, მწერალთა კავშირისა და შოთა რუსთაველის ფონდის საზოგადოების წარმომადგენლების მონაწილეობით.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრმა მიხეილ გიორგაძემ, რეგიონის კულტურისა და განათლების სფეროს წარმომადგენლებთან ერთად, მონაწილეობა მიიღო „ვეფხისტყაოსნის“ სტროფების გადაწერაში.

პროექტი უპრეცედენტოდ სახალხო და მასშტაბურია - მხატვარ ქეთი მატაბელის მიერ შექმნილი ხელნაკეთი წიგნი „ვეფხისტყაოსანი“, საქართველოს დედაქალაქსა და რეგიონებში 15 მაისიდან - 26 მაისის ჩათვლით „იმოგზაურებს“. 21-ე საუკუნის ხელნაწერი „ვეფხისტყაოსნის“ შექმნაში მონაწილეობის მიღება ყველა მსურველს შეეძლება.

პოემის გადაწერა საზეიმოდ 26 მაისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე, რუსთაველის თეატრის წინ დასრულდება. საჯარო სკოლებში ჩატარდა ღია გაკვეთილები თემაზე - რუსთაველი ლადო გუდიაშვილისა და სერგო ქობულაძის შემოქმედებაში.

ღონისძიება მესხეთის თეატრში „ვეფხისტყაოსნის“ საჯარო კითხვით, ახალციხის სკოლების წარჩინებულ მოსწავლეთა დაჯილდოებით, ფოლკლორული ანსამბლის „მესხეთისა“ და მომღერალ ნეკა სებისკვერაძის კონცერტით დასრულდა.

საღამოს სტუდენტები, უფროსკლასელები, პედაგოგები და მხარის სხვადასხვა მუნიციპალიტეტიდან ჩამოსული სტუმრები ესწრებოდნენ. ახალციხეში რუსთაველის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები პროექტის „მრავალფეროვანი საქართველო“ ფარგლებში გაიმართა, რომლის მხარდამჭერიც საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროა.

 










უკან დაბრუნება  

Your Comments

Name:  
Email (optional):  
Comments:  







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია