მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

SaajaxNewsView

"ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები"

    დღეს, ახალციხის დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში, საჯარო დისკუსია, სახელწოდებთ, "ღია მმართველობა - მიღწევები და გამოწვევები" მოეწყო.
    შეხვედრის მონაწილეებს იუსტიციის სამინისტროს, “ინფორმაციის თავლისუფლების განვითარების ინსტიტუტის“ და USAID-ის წარმომადგენლებმა, ,,ღია მმართველობა-საქართველოს’’რიგით მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნული სამოქმედო გეგმის პროექტი გააცნეს.
    საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა იყო, რომელიც საერთაშორისო ინიციატივა - ღია მმართველობის პარტნიორობას (Open Government Partnership - OGP) შეუერთდა. მას შემდეგ ქვეყანამ ღია მმართველობის ქოლგის ქვეშ არაერთი რეფორმა განახორციელა, 2014 წელს საქართველო არჩეულ იქნა პარტნიორობის სამეთვალყურეო საბჭოს წევრად, ხოლო 2016 წელს - პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნად. ეს პოზიცია საქართველოს მთავრობამ საფრანგეთის მთავრობისგან 2017 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გამართული ღონისძიებისას გადმოიბარა.
   საქართველო, თავის ისტორიაში, პირველად გახდა 75 ქვეყნისგან შემდგარი ინიციატივის თავმჯდომარე ქვეყანა. დღემდე OGP-ის თავმჯდომარეები იყვნენ ისეთი წარმატებული ქვეყნები, როგორებიც არიან დიდი ბრიტანეთი, ინდონეზია, მექსიკა, სამხრეთ აფრიკა და საფრანგეთი. ღია მმართველობის პარტნიორობის თავმჯდომარე ქვეყნის პოზიციას საქართველო 2018 წლის ოქტომბრამდე დაიკავებს.
    როგორც თავმჯდომარე ქვეყანა, საქართველო 2018 წლის 17-19 ივლისს ღია მმართველობის პარტნიორობის მეხუთე გლობალურ სამიტს უმასპინძლებს. ღონისძიებას 75-მდე ქვეყნის 2000 წარმომადგენელი დაესწრება, მათ შორის, მაღალი რანგის სტუმრები, სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგნელები, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციები, დარგის ექსპერტები, მედიის წარმომადგენლები.
   საქართველოს მთავრობა ღია მმართველობა საქართველოს მეოთხე, 2018-2019 წლების ეროვნულ სამოქმედო გეგმას სწორედ გლობალურ სამიტზე წარადგენს. აღნიშნული დოკუმენტი სამოქალაქო საზოგადოებასთან, საერთაშორისო პარტნიორებთან, მოქალაქეებთან აქტიური კონსულტაციების გზით შემუშავდება. მთავრობისთვის პრიორიტეტია ამ პროცესში საქრთველოს მოქალაქეების მოსაზრებების მოსმენა, მათი იდეების, რეკომენდაციების გაზიარება.
   ღონისძიებას სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობის, არასამთავრობო ორგანიზაციების, მედიის წამრომადგენლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ.




 




უკან დაბრუნება  

Your Comments

Name:  
Email (optional):  
Comments:  







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია