მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი

ახალციხის მუნიციპალიტეტი მდებარეობს სამხრეთ საქართველოში და შედის სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მხარეში. მისი ადმინისტრაციული ცენტრია ქალაქი ახალციხე. მუნიციპალიტეტს ჩრდილოეთიდან ესაზღვება ხარაგაულისა და ბორჯომის მუნიციპალიტეტები, აღმოსავლეთიდან ბორჯომისა და ასპინძის , სამხრეთის საზღვარი ემთხვევა საქართველო – თურქეთის სახელმწიფო საზღვარს, ხოლო დასავლეთიდან ესაზღვრება ადიგენის მუნიციპალიტეტი. ახალციხის მუნიციპალიტეტში თავს იყრის რეგიონის მოსაზღვრე სახელმწიფოებიდან სომხეთიდან და თურქეთიდან მომავალი გზები, ხოლო მუნიციპალიტეტი აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკას უკავშირდება გოდერძის უღელტეხილით. ამდენად ახალციხის სტრატეგიული მნიშვნელობა დიდია. მუნიციპალიტეტის დაშორება თბილისამდე – 207კმ, ბათუმამდე – 168კმ, სომხეთის საზღვრამდე ( ს.გ.პ. "ნინოწმინდა" ) – 89კმ და თურქეთის საზღვრამდე (ს.გ.პ. "ვალე") – 12კმ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის  ტერიტორიის დიდი ნაწილი აგებულია ოლიგოცენური ასაკის ქვიშაქვებითა და თიხებით. ერუშეთის ქედის აგებულებაში მონაწილეობს ეოცენური ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ანდეზიტები. მესამეული ვულკანოგენური წყებებითაა (ტუფ-ბრექჩიები, ტუფები, ტუფ-ქვიშაქვები, ქვიშაქვები) აგებული მესხეთის ქედის ის მონაკვეთი, რომელიც ახალციხის მუნიციპალიტეტში  შემოდის.  რელიეფი რთულია: გვხვდება მოვაკებული ტერასები, მერიდიანული ხეობები, მცირე ქვაბულები, გორაკ-ბორცვები და ვულკანური მთები, რომელთა სიმაღლეც 950 მ-იდან 2964 მ-ს შორის მერყეობს (მთა გუმბათი). ახალციხის მუნიციპალიტეტის  ჩრდ. ნაწილში, მესხეთის ქედის სამხრეთ კალთაზე, ეროზიული მთა – ხეობათა რელიეფია. საშუალოდ მთიანი სუსტად დანაწევრებული რელიეფია სამხრეთ და ერუშეთის სამხრეთ ნაწილში.

ახალციხის რაიონის უმეტეს ნაწილში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზამთარი – ცივი, მცირეთოვლიანი, ზაფხული - ხანგრძლივი და თბილი. ახალციხის ქვაბულის ძირზე იანვრის საშ. ტემპ-რა 3,8 c, ხოლო აგვისტოსი 20,5 c. უფრო მაღალ ზონაში, მესხეთის ქედზე ზღვის ნოტიოდან, ზომიერად ნოტიო კონტინენტურზე გარდამავალი ჰავა გვხვდება. ერუშეთის ქედის თხემურ ზოლში მთიანეთის სტეპების ჰავაა, ზაფხული – მოკლე, ზამთარი – ცივი, ნალექები დაბალ ზონაში არ აღემატება 520 მმ წელიწადში, მოსაზღვრე ქედების კალთებზე კი 1200 მმ არ აღწევს. ნალექების მაქსიმუმი მოდის მაისში (64 მმ) და ივნისში (86 მმ), მინიმუმი ზამთრის თვეებში ( იანვარი 20 მმ, თებერვალი 25 მმ). მზის ნათების ხანგრძლივობა, ზომიერი ტენიანობა, მთის და ბარის შეზავებული სუფთა ჰაერი აქაურ ჰავას საკურორტო თვისებებს ანიჭებს.

 






მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია