მთავარი
GEO  |  ENG  |  RUS
  აღწერა
გეოგრაფიული მდებარეობა და რელიეფი
სასარგებლო წიაღისეული
ნიადაგი
ფლორა და ფაუნა
ჰიდროგრაფია
მუნიციპალიტეტის ისტორია
ისტორიული მონაცემები
ისტორიული და არქიტექტურულ–კულტურული ძეგლები
არქეოლოგიური გათხრები
ეკონომიკა
წარმოება
მშენებლობა
ენერგეტიკა
ტრანსპორტი
სოფლის მეურნეობა
მიწათმოქმედება
მეცხოველეობა
თევზჭერა
მეფუტკრეობა
სამომხმარებლო ბაზარი
სავაჭრო ცენტრები
ბაზრობები
მაღაზიები
ბანკები
კულტურა და სპორტი
თეატრი, მუზეუმი, კინო
ხალხური შემოქმედება
სახალხო ზეიმები
სპორტი
ჯანდაცვა და სოც. უზრუნველყოფა
ჯანდაცვის ობიექტები
სოც. უზრუნველყოფის პოლიტიკა
განათლება და მეცნიერება
საბავშვო ბაღები
სკოლები 
უმაღლესი სასწავლებლები
სამეცნიერო დაწესებულებები

 

თეატრი, მუზეუმი, კინო, ბიბლიოთეკა

მესხეთის (ახალციხის) სახელმწიფო დრამატული თეატრი


1967 წ. 23 სექტემბერს სამცხე-ჯავახეთის განახლებულ თეატრს მესხეთის სახელმწიფო დრამატული თეატრი ეწოდა. 2007 წელს შესრულდა ახალციხის ქართული თეატრალური დასის 130 და მესხეთის სახელმწიფო თეატრის დაარსების 40 წლისთავი. თეატრი საქართველოს სამხრეთ კარიბჭის ერთ-ერთი კულტურის კერაა, რომელიც მთლიანად რეგიონის მრავალეროვან მოსახლეობას ემსახურება. თეატრი ყველა სეზონზე მაღალი შემოქმედებითი ავტორიტეტის მქონე რეჟისორების მიერ ამზადებს 5-6 სპექტაკლს და მაყურებლის მოწონებას და თეატრთმცოდნეთა დადებით შეფასებას ყოველთვის იმსახურებს. მესხეთის თეატრს მრავალი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალებიდან უმაღლესი ჯილდოები აქვს მიღებული. დასი მთელი თავისი არსებობის მანძილზე ხშირად მართავდა გასტროლებს საქართველოს დედაქალაქსა და სხვადასხვა რეგიონში, რასაც დიდი აღიარება და პოპულარობა მოსდევდა. მესხეთის სახელმწიფო თეატრის უმთავრესი განმასხვავებელი ღირსება, თავისი არსებობის მანძილზე, იყო და არის ახალგაზრდული შემართება და ენთუზიაზმი. დაარსების დღიდან დღემდე თეატრში არ შეწყვეტილა შემოქმედებითი პროცესი, რისი შენარჩუნებაც დიდი ძალისხმევით ხორციელდება სახელმწიფო დაფინანსებითა და რაიონული ბიუჯეტიდან გამოყოფილი სუბსიდიით.

თეატრის ძირითად მიზანს წარმოადგენს:
- თეატრალური ხელოვნების პოპულარიზაცია;
- ახალგაზდობის კულტურული და ესთეტიკური აღზრდა;
- ქართული პოეზიის მხატვრულად კითხვის ნორმების დაცვა;
- არაქართულ მოსახლეობასთან ინტეგრაცია და კულტურული    ურთიერთობის განმტკიცება;

- მსოფლიოს საუკეთესო დრამატურგიული ნაწარმოებების მიხედვით სპექტაკლების დადგმა.

დასი დაკომპლექტებულია პროფესიონალური კადრებით. თეატრში წლების მანძილზე უკვე დაიდგა - უ. შექსპირის, ფ. შილერის, ჟორჟ ფედოს, ჟ. ბ. მოლიერის, ფ. გ. ლორკას, კლოდ მანიეს, კ. გოლდონის, ვ. ფშაველას, მ. ჯავახიშვილის, პ. კაკაბაძის და სხვა მრავალი ავტორის საუკეთესო პიესები. მსახიობთა უმრავლესობა წარმოადგენს ახალგაზრდობას.


დააჭირეთ სურათის გასახსნელად!

სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმი


სამცხე-ჯავახეთის ივანე ჯავახიშვილის სახელობის ისტორიული მუზეუმის საქმიანობას რეგიონში, საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. იგი სათავეს XIX ს-ის 80-იან წლებში იღებს, როცა “ვინმე მესხის” სახელით, ცნობილი გამოჩენილი მოღვაწე ივანე გვარამაძე მისსივე ხელით შეგროვილი ექსპონატებით აწყობს საოჯახო მუზეუმს. სწორედ ამ მასალების საფუძველზე 1923 წელს დაარსდა სამაზრო მუზეუმი, რომელსაც უბინაობის გამო დიდხანს არ უარსებია. 1937 წელს კვლავ გაიხსნა მხარეთმცოდნეობის მუზეუმი, რომელმაც მემკვიდრეობით მიიღო "ძველი არქივი" (მუზეუმის მასალა).1976 წლიდან ახალციხის მხარეთმცოდნეობის მუზეუმი საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის სისტემაშია. სამოქმედო ასპარეზი მოიცავს ისტორიული სამცხე-ჯავახეთის ტერიტორიას: ახალციხის, ადიგენის, ასპინძის, ახალქალაქისა და ნინოწმინდის რაიონებს. მუზეუმის ფონდებში თავმოყრილია 20 ათასზე მეტი ექსპონატი. წარმოდგენილია 8 საგამოფენო დარბაზი: არქეოლოგიის, ფეოდალური ხანის, დიდი სამამულო ომის, ეპიგრაფიკის, ხალიჩა-ფარდაგების, ტაო-კლარჯეთის.
სამცხე-ჯავახეთის ისტორიულ მუზეუმში დამთვალიერებელს შეუძლია გაეცნოს რეგიონის ტერიტორიაზე არსებულ სულიერი და მატერიალური კულტურის ძეგლებს დაწყებული ძველიქვის ხანიდან დღევანდელობის ჩათვლით.მუზეუმში დასაქმებულია 18 თანამშრომელი:

ადმინისტრაციული მენეჯერი - ციური ლაფაჩი
ფონდების  კურატორი - გრიგოლ ჯვარიძე
ტექნიკური მენეჯერი - ჯუმბერ ჩოხელი
მეცნიერ-თანამშრომელი - ნატო ყრუაშვილი
 

საჯარო ბიბლიოთეკა











 


მის: თეატრის მიმდებარე ტერიტორია

ტელ: 22-38-85

E-MAILL;   aqx.biblioteka.yahoo.com







მთავარი | კანონმდებლობა | ბიუჯეტი | არასამთავრობო სექტორი | კონტაქტი

© ყველა უფლება დაცულია