კინოწარმოება
სახელმწიფო პროგრამას "გადაიღე საქართველოში" სააგენტო "აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს. პროგრამა კინოწარმოებით დაინტერესებულ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროდიუსერებს შესაძლებლობას აძლევს საქართველოში გადაიღონ ფილმი თუ სხვა სახის აუდიო/ვიზუალური პროდუქცია და კვალიფიციური ხარჯების 20-25%-მდე უკან დაიბრუნონ.
აღნიშნული სერვისის მიღებისათვის საჭიროა შემდეგი ქმედებების განხორციელება:
- საქართველოში რეგისტრირებული იურიდიული პირი ავსებს ონლაინ განაცხადის ფორმას;
- ხელშეკრულება ფორმდება სააგენტოს "აწარმოე საქართველოში" და განმცხადებელს შორის;
- განმცხადებელს ენიჭება პროგრამის ბენეფიციარის სერტიფიკატი უნიკალური კოდით;
- სერტიფიკატის მიღებიდან 2 წლის ვადაში ბენეფიციარმა უნდა წარადგინოს აუდიტორული კომპანიის მიერ დამოუკიდებელი მარწმუნებელი მომსახურების დასკვნა;
- დასკვნის მიღებიდან 90 დღის ვადაში სააგენტომ უნდა აანაზღაუროს ლიმიტირებული კვალიფიციური ხარჯის 20%;
- 20%-ის ანაზღაურების შემდეგ, ბენეფიციარს აქვს 2 წელი რომ შეავსოს, დამატებით 2-5%-მდე ანაზღაურების ელ.ფორმა, ე.წ „კულტურული ტესტის“ საფუძველზე. „კულტურული ტესტი“ შედგენილი და დამტკიცებულია საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის მიერ (ბრძანება N236);
- სააგენტოს დირექტორის ხელმძღვანელობით შედგენილი კომისია (კომისიის წევრები: ეკონომიკის სამინისტრო, მთავრობის ადმინისტრაცია, კულტურის სამინისტრო, კინოცენტრი, ტურიზმის ადმინისტრაცია) განიხილავს დამატებით 2-5% თანხის ანაზღაურებას, კინოცენტრის მიერ დამტკიცებულ ბრძანება N236-ის საფუძველზე;
- აპლიკაციის მიღებიდან არაუგვიანეს 90 დღისა, სააგენტო აანაზღაურებს დამატებით 2-5%-მდე თანხას. ან შესაბამისი დასაბუთებით აცნობს ბენეფიციარს აპლიკაციის უარყოფას.
პროგრამით სარგებლობის შემთხვევაში, აპლიკანტმა უნდა შეავსოს განაცხადი შემდეგ ბმულზე: https://e-services.economy.ge/filmcommission/registration
დეტალური ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ვებ გვერდზე: