კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია დაიწყო
ქალაქ ახალციხეში საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია დაიწყო.
მიმდინარე სამუშაოებს ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და საკრებულოს თავმჯდომარე გელა ნოზაძე დეპუტატებთან და ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.
ამ ეტაპზე ექვსი კორპუსის ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ოთხზე ტენდერია გამოცხადებული, ორი კორპუსის სარეაბილიტაციო სამუშაოებზე კი უახლოეს დღეებში ხელშეკრულება გაფორმდება.
ახალციხეში საცხოვრებელი სახლების ფასადების, სადარბაზოების და მიმდებარე ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია ეტაპობრივად მოხდება.