Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

შეხვედრა ახალგაზრდული ჯგუფების წევრებთან

13 August, 2019

დღეს, ახალციხის მერიაში ახალგაზრდული პროგრამების მონაწილე ჯგუფები კიდევ ერთხელ შეიკრიბნენ და 12 აგვისტოს, ახალგაზრდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები შეაჯამეს. 
ახალგაზრდული დღესასწაული მუნიციპალიტეტის მერიასთან ერთად, სწორედ მათი ჩართულობითა და ორგანიზებით მოეწყო, რისთვისაც ჯგუფები 3 კვირის განმავლობაში ემზადებოდნენ.
მათი გაწეული მუშაობა დადებითად შეაფასეს მერის პირველმა მოადგილემ გურამ მელიქიძემ, კულტურის სამსახურის ხელმძღვანელმა ზაზა თამარაშვილმა და ახალგაზრდულ საქმეთა განყოფილების წარმომადგენლებმა მარინა ჯინჭველაძემ და მარიამ ზაზაძემ. ამასთან, იმედი გამოთქვეს რომ ახალგაზრდები მომავალშიც აქტიურად ჩაერთვებიან სხავადასხვა ღონისძიებების დაგეგმვაში და საინტერესო იდეებით და წინადადებებით მრავალფეროვანს გახდიან ახალგაზრდულ საქმიანობას მუნიციპალიტეტში. 
საინტერესო, ფერადი და მასშტაბური ახალგაზრდული ზეიმის ორგანიზებაში შეტანილი წვლილისათვის ახალგაზრდებს სიურპრიზიც დახვდათ , მუნიციპალიტეტის მერიაში მათ სადღესასწაულო ტორტით გაუმასპინძლდნენ, მერის სახელით კი „ახალგაზრდობის საერთაშორისო დღის“ დაგეგმვაში და განხორციელებაში აქტიური მონაწილეობისთვის სერთიფიკატები გადასცეს.

 

Share page