Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა სტუმრებს უმასპინძლა

9 September, 2019

 ახალციხის მუნიციპალიტეტის მერი ზაზა მელიქიძე და მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე №1 საჯარო სკოლის 1969 წლის გამოშვებას შეხვდნენ, მათ შორის იყვნენ ახალციხელი ებრაელები, რომლებიც ისრაელში ცხოვრობენ და მოღვაწეობენ.

შეხვედრა გაცნობითი ხასიათის იყო. სტუმრებმა ახალციხეში გატარებული წლები გაიხსენეს. მათ მადლობა გადაუხადეს მერს გულთბილი დახვედრისათვის და აღნიშნეს, რომ ახალციხე ყოველთვის დარჩება მათ მშობლიურ ქალაქად.

Share page