Hot line:(0365) 22 08 08 ან (0365) 22 15 55

ტრადიციული თათბირი მერიაში

10 September, 2019

  ახალციხის მერიაში ტრადიციულ თათბირზე მუნიციპალიტეტში მიმდინარე და დაგეგმილი სამუშაოები განიხილეს.

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა ზაზა მელიქიძემ მშენებლებისგან ობიექტებზე ამ დროისთვის არსებული მდგომარეობისა და შესრულებული სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინა. შეხვედრაზე აქცენტი გაკეთდა პროექტების დროულად და ხარისხიანად შესრულებაზე.

აგრეთვე მერმა , ადმინისტრაციულ ერთეულებში მერის წარმომადგენლებთან ერთად მუნიციპალიტეტში დაგეგმილი კულტურული ღონისძიებებიც განიხილა.

სამუშაო შეხვედრას სამშენებლო კომპანიების, ზედამხედველი ორგანიზაციიის წარმომადგენლები, საკრებულოს თავმჯდომარე, მერის მოადგილეები და  მერიის სტრუქტურული ერთეულების თანამშრომლები ესწრებოდნენ.

Share page