№1 ბაგა-ბაღს მეთოდური მასალა და სათამაშოები გადაეცა
დღეს, ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე გურამ მელიქიძე და სკოლამდელი აღზრდის დაწესებულების ხელმძღვანელი მარინა მერაბიშვილი ქალაქ ახალციხის №1 ბაგას ესტუმრნენ.
მათ პატარები მოინახულეს და სააღმზრდელო ჯგუფებს საჩუქრად ეკოლოგიურად სუფთა სათამაშოები და მეთოდური მასალა გადასცეს.
გურამ მელიქიძემ ასევე ბაღის განახლებული ფასადი და ეზო დაათვალიერა.